ბავშვობაში სულ ვიჯექი ან ვიწექი, საწოლიდან სკამზე და სკამიდან საწოლზე გადავდიოდი. არ იფიქროთ, ვაბუქებდე. წლები გავიდა, გავიზარდე. ვიყავი მრგვალი და ტლანქი.
ეს რომ გავაცნობიერე, უკვე 15 წლის ვიყავი. ახლა საწოლის და სკამის ნაცვლად დიეტიდან დიეტაზე დავიწყე გადასვლა, თუმცა უშედეგოდ. მეუბნებოდნენ, რომ ჩემი მშობლებიც მსუქნები იყვნენ და არაფერი მეშველებოდა, თუმცა მაინც დაუღალავად ვშრომობდი, არც დიეტებს ვიკლებდი და არც ფიზიკურ შრომას. რომ გითხრათ, სპორტულ დარბაზებში ვვარჯიშობდი-მეთქი, მართალი არ ვიქნები. ბევრ სიარულს, ეზოს საქმეების მოგვარებას არ ვუშინდებოდი. არაერთი დიეტა ვცადე. ახლა 20 წლის ვარ და ვერავინ იტყვის, რომ მე ოდესღაც მრგვალი არსება ვიყავი. შედეგი, ალბათ, ყველა დიეტამ ერთად გამოიღო, მაგრამ მინდა ყველაზე მარტივი, წყლის დიეტა გაგიზიაროთ:
წყლის დიეტის პრინციპი
1. ჭამამდე უნდა დალიოთ წყალი. თუ წახემსებას აპირებთ, 1 ჭიქა წყალი დალიეთ; თუ საფუძვლიან ჭამას - 2-3 ჭიქა.
2. ზუსტად 2 საათის გასვლის შემდეგ დალიეთ იმავე რაოდენობის წყალი, რამდენიც ჭამამდე.
3. წყლის დიეტაზე ყოფნისას შეგიძლიათ ჩვეულებრივად იკვებოთ, შეგიძლიათ ალკოჰოლიც დალიოთ, მაგრამ შემდეგი წესის გათვალისწინებით: 100 გრამი ალკოჰოლი 200 გრამ წყალს უდრის.
4. წყალი უნდა დალიოთ უგაზო. შეგიძლიათ დაუმატოთ ლიმონის ნაჭერი ან მისი წვენი.
დიეტა ზარმაცებისთვის - სუპერეფექტური და მარტივი მეთოდი ზედმეტი წონის მოსაცილებლად
აი, რატომ უნდა დალიოთ კიტრიანი წყალი!
ლიმონიანი წყლის დიეტა - მინუს 10 კგ 2 კვირაში!