MARAO.GE-ს მკითხველს ამჯერად თავისი გამოცდილება და რჩევები, მადონა გვალიამ გაუზიარა.
წონის კონტროლი ადამიანს უდიდეს პრობლემად შეიძლება ექცეს, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი თვალსაზრისით. რა ხერხებით უნდა ვებრძოლოთ ამ პრობლემას და რა უნდა გავითვალისწინოთ დიეტის დაწყებამდე?
- „ უმეტესად ბოსტნეულსა და ცილას მივირთმევდი, ფინანსების მიხედვით, რადგან „დუკანის დიეტის“ დაცვა მთლად იაფიც არ ჯდება.
ჯამში 35 კილო დავიკელი, ოღონდ დარღვევებით, იმიტომ, რომ ეს დიეტა სრულად არ დამიცავს. ჩემნაირმა უნებისყოფო ადამიანმაც კი მოახერხა ეს და ყველა შეძლებს, დარწმუნებული ვარ.
ყველას ვურჩევ, გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას და თავიანთ სილამაზეს, რადგან სიმსუქნე ბევრ დაავადებას იწვევს. მათ შორის, ადამიანის ფიზიკურად დამახინჯებაა, რაც ჩემ თავზე პირადად გამოვცადე. შეუძლებელი არაფერია, მთავარია მიზანი.
დაკლების შემდეგ უამრავ კომპლიმენტს ვიღებ. ნაცნობებიც და უცნობებიც გაოცებას ვერ მალავენ, როცა ჩემ ამბავს იგებენ და შედეგს ნახულობენ. რაც მთავარია სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა.
ჩემი გასუქება ორსულობამ გამოიწვია. პირველი შვილი რომ მეყოლა, 32 კილო მოვიმატე და მშობიარობის მერე ვეღარ დავიკელი.
„დუკანის დიეტა“ დამეხმარა იმაში, რომ სასურველი წონა დამებრუნებინა.
ეს ყველაფერი ოჯახის წევრების დახმარებით შევძელი. მეუღლე სულ გვერდით მედგა და საჭირო პროდუქტებით მამარაგებდა.
სხვა დიეტის დაცვაც მიცდია, მაგრამ წონაში არ დამიკლია. სხვა დიეტა ნიშნავს იმას, რომ შიმშილობ, ამ დიეტის დაცვის დროს კი რამდენსაც გინდა იმდენ ცილოვან პროდუქტს მიირთმევ და იკლებ.
პირველად სასწორზე რომ 140 კგ-ს ქვევით დავინახე, გული ლამის გამიჩერდა სიხარულისგან. როცა ტანსაცმელი გამოვალაგე და ის რაც არ მეტეოდა პირველად ჩავიცვი, მაშინ სრული შოკი მივიღე.
მათ ვინც დიეტის დაცვას აპირებს, ვურჩევ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაიცვან ისეთი დიეტები, რაც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს. აკონტროლონ წონა და ჯანმრთელობა ჭამის სიამოვნებისა და ჭარბი წონის გამო, საფრთხეში არ ჩაიგდონ“.