იცით თქვენი სისხლის ჯგუფი?
თუკი იცით, მაშინ გეტყვით, რომ მისი მეშვეობით შეძლებთ მარტივად დაკლებას და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. როგორ? ამას „მარაოს“ სტატიაში გაგარკვევთ.
ეს დიეტები შემუშავებულია ცნობილი ნატუროპათის - პიტერ ო’ადამის მიერ. მისი გათვლებით, სისხლის ჯგუფი მნიშვნელოვანი გენეტიკური ფაქტორია, რომელიც ჯანმრთელობის ბევრ კომპონენტზეა პასუხისმგებელი.
მაშ ასე, პირველი სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანებისთვის სასარგებლოა:
- მოერიდეთ ნახშირწყლებსა და მარცვლეულებს (მათ ყველაზე მეტი სიმჟავე გააჩნიათ და შესაბამისად, მუცლის ტკივილს ხშირად იწვევს);
- დაკავდით სხვადასხვა ვარჯიშით, რომელიც სასარგებლოა გულ-სისხლძარღვებისა და კუნთოვანი „კორსეტისთვის“, მაგალითად, როგორიცაა სირბილი.
მეორე სისხლის ჯგუფისთვის სასარგებლოა:
- ვეგეტარიანული დიეტა;
- სუფთა, ახალი ორგანული საკვები;
- იოგა, ტაი-ძი და მედიტაცია სტრესის მოსახსნელად.
მესამე სისხლის ჯგუფისთვის:
- მოერიდეთ სიმინდს, ტომატს, არაქისს, შირბახტს, რომელიც წონაში მომატებაზე აისახება თქვენს შემთხვევაში;
- მიირთვით ძროხის, კურდღლის ხორცი, მწვანე პროდუქტები და კვერცხი;
- ითამაშეთ ჩოგბურთი, ისეირნეთ ველოსიპედით, იარეთ ფეხით.
მეოთხე სისხლის ჯგუფისთვის:
- მოერიდეთ ალკოჰოლსა და კოფეინს, განსაკუთრებით, სტრესის დროს;
- მიირთვით ტოფუ, ზღვის პროდუქტები და მწვანე ხილი;
- მოერიდეთ გრილზე შემწვარ ხორცს;
- მიირთვით ცოტა და ხშირად;
- მოახდინეთ მშვიდი და ინტენსიური ვარჯიშების კომბინირება: სირბილს დამატებული იოგა, ველოსიპედი+ტან-ძი.
ეს ნამდვილად არ არის საზიანო?
პირიქით, საკმაოდ სასარგებლოა! დიეტა გთავაზობთ თქვენთვის აუცილებელი საკვების მიღებას, რაც მთავარია, შეზღუდვების გარეშე. ამასთანავე, სასარგებლო ჩვევები არასდროს არის ზედმეტი.
წყარო:goodhouse