#Metgala2019-ის ნახვის შემდეგ გეგონა, რომ მხოლოდ კიმ კარდაშიანმა გაიღო მსხვერპლი,
იმისათვის, რომ ჩაეცვა კორსეტი, რომელიც უჭერდა და სიარულში ხელს უშლიდა? გეტყვით, რომ არც ჯენიფერ ლოპესის საქმრომ გამოიარა მარტივი გზა. მას მოუწია 48 საათში 3 კილოგრამის დაკლება იმის გამო, რომ ჯენიფერს სურდა ალექსის "ვერსაჩეს" კოსტიუმში ნახვა, რომელიც 44 ზომის იყო, ხოლო არ დაგავიწყდეთ, რომ ამ დროს როდრიგესი 48 ზომის ტანსაცმელს იცვამს.
თავის ვლოგში სპორტსმენმა გაუზიარა გამომწერებს ეს ამბავი, რომ ჯენიფერის დაჟინებული თხოვნით, მას უნდა მოერგო "ვერსაჩეს" სახლის მიერ შეკერილი 44 ზომის პიჯაკი, რაც ნიშნავდა იმას, რომ ექსტრემალურად სწრაფად უნდა დაეკლო, ამ დროს კი #Metgala2019 ორ დღეში იწყებოდა.
„ორი დღის განმავლობაში, დღეში ორჯერ იოგას მივმართავდი, დავრბოდი კიბეებზე საათის განმავლობაში და ამასთანავე, ბოლო 24 სთ-ის მანძილზე არაფერი მიჭამია. საბოლოოდ ყველაფერი გამომივიდა!“ - განაცხადა ალექსმა.
ასე რომ, ჩვენც თუკი ექსტრემალურად სწრაფად გვსურს ზედმეტი კილოგრამების მოცილება, ღირს ცდად და შედეგის სანახავად.
წყარო:peopletalk