38 წლის ჯესიკა ალბა - ჰოლივუდის ერთ-ერთ ლამაზმანად ითვლება.
3 ორსულობის შემდეგაც კი ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურება მსახიობი და თამამად პოზირებს ფოტოკამერების წინ.
როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ჯესიკამ აღნიშნა, მიდრეკილია საკმაოდ სწრაფად წონის მატებისკენ. შესაბამისად, 15 კილოგრამზე მეტი მოიმატა თითოეული შვილის გაჩენის შემდეგ. ამიტომ ფორმების დაბრუნებაში ხელი შეუწყო დიეტამ „3-2-1“.
ჯესიკა ალბას დიეტა
დიეტა შემუშავებულია ჰოლივუდელი მწვრთნელის, რამონ ბრაგანზის მიერ. ეს სისტემა კი სპეციალურად მათთვის არის შედგენილი, ვინც დიდი ხანი არ არის, რაც იმშობიარა. დღიური კვების რაციონი 3-ჯერ საკვების მიღებაზე და 2-ჯერ წახემსებაზეა ორიენტირებული. აუცილებელი პირობაა - 1.5 ლიტრი წყალი დღის განმავლობაში. დიეტა გათვლილია 12 კვირაზე. ენერგეტიკული ღირებულება დღიურ რაციონში - 1700-1900კილოკალორიაა, რაც ლაქტაციისთვის სრულიად საკმარისია.
პირველი კვირის განმავლობაში რაციონიდან სახამებლის შემცველი პროდუქტებისა და მარილის ამოღებით დაიწყეთ. იმისათვის, რომ ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე გამოდევნოთ. ამოიღეთ ტკბილეული და გამომცხვარი პროდუქტები.
სხვა მხრივ, მკაცრი შეზღუდვები ნამდვილად არ გაქვთ: კვება დაბალანსებული და მრავალფეროვანია: ქათამი, თევზი, ბოსტნეულისა და მარცვლეულის გარნირები. რაციონის დაკორექტირება ხდება ჯანსაღი ბოსტნეულის მიღების გაზრდისა და ხილის შემცირების ხარჯზე. ასევე იცვლება საკვების მომზადების რაციონი. მოამზადეთ ორთქლზე ან გამოაცხვეთ ღუმელში.
5-ჯერ კვების შემთხვევაში ულუფები თქვენი მუშტის რაოდენობის უნდა იყოს. უარი თქვით საკვების სოუსებით შეკმაზვაზე, რაც აძლიერებს მადას და შეიცავს ფარულ დამატკბობელს.
სპორტი - აუცილებელი პირობა ნებისმიერი დიეტის დროს. ფიზიკურ დატვირთვებს ჯესიკა დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც ექიმისგან მიიღო ნებართვა. ამან კი დააჩქარა გახდომის პროცესი და შედეგად დაუბრუნა პირვანდელი პარამეტრები.
თქვენ რამდენი კილოგრამი მოიმატეთ ორსულობისას და როგორ იბრუნებთ ფორმებს?
გაგვიზიარეთ თქვენი ისტორიები.
წყარო:sovkusom