იმისათვის, რომ გახდეთ, არ არის აუცილებელი დიეტებზე ყოფნა და ყველაფერზე უარის თქმა. ჯანსაღი გახდომა სწორი კვებით და სასარგებლო კერძებით იწყება. დაამატეთ თქვენს მენიუში პროდუქტები, მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად და გასახდომად.
სარდინები
- აარჩიეთ სარდინები ზეთისხილის დანამატით. ასე კერძი სასარგებლო გახდება არა მარტო სხეულისთვის, არამედ ჯანმრთელობისთვისაც. საქმე იმაშია, რომ ნატურალური ზეთი მდიდარია ომეგა 3-ით და ორგანიზმისთვის აუცილებელი ცხიმებით, რაც განაპირობებს საჭმლის გადამუშავების პროცესში არასასურველი ცხიმის წვას.
ჩიას მარცვლები
- უბრალოდ დაუმატეთ რამდენიმე მარცვალი ჩია ნატურალურ იოგურტში ან ხაჭოში. ის პროდუქტს უფრო მსუყეს ხდის ისე, რომ პრაქტიკულად კალორიებს არც მატებს. საბოლოო ჯამში, დანაყრებული ხართ ზედმეტი კალორიების გარეშე.
კონსერვირებული ბოსტნეული
- ბევრს უყვარს ზამთრისთვის ბოსტნეულის დაკონსერვება. საქმე იმაშია, რომ მინიმალურ მარილში დახუფული ბოსტნეული საკმაოდ სასარგებლოა, ხოლო ძმრის მჟავა არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. შედეგად დიდხანს აღარ მოგინდებათ საკვები. მათ, ვისაც ძალიან უყვარს კონსერვირებული ბოსტნეული, გამოსავალის სახით შეგვიძლია ვურჩიოთ ღვინის ძმრით შეკმაზული ცოცხალი ბოსტნეული.
კვერცხი
- კვერცხის ჭამა შესაძლებელია დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ის შეიცავს ცილას, რომელიც დიდხანს გიტოვებთ ნაყროვანების შეგრძნებას. რეგულარულად მიირთვით კვერცხის შემცველი კერძები და სხვაობას წონაში მალე შენიშნავთ. თუმცა ექიმები ორგანიზმში მაღალი ქოლესტერინის დონის მქონე ადამიანებს დიდი რაოდენობით კვერცხის მირთმევისგან თავის შეკავებას ურჩევენ.
შავი შოკოლადი
- ბევრი დარწმუნებულია, რომ შოკოლადისთვის დიეტურ კვების რაციონში ადგილი არ მოიძებნება. სინამდვილეში შავი და მწარე შოკოლადი საკმაოდ სასარგებლოა. მის შემცველობაში ბევრი ანტიოქსიდანტია. იყიდეთ ისეთი შოკოლადი, რომლის შემცველობაშიც 70% კაკაო არის. კვირის ბოლოს კი წელის ზომა ერთი სანტიმეტრით შემცირდება.
წიწაკა ჩილი
- ცხარე წითელი წიწაკა სასარგებლოა თავისი შემცველობით. პირველ რიგში, ჩილი ცხიმს წვავს. მეორე მხრივ, წითელი წიწაკა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს. მესამე მიზეზი: ნატურალურ პროდუქტში კაფსაიცინია, რომელიც მადას აქვეითებს და ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. მექსიკური სამზარეულო ის არის, რაც გჭირდებათ.
წყარო:cosmo