მოგეხსენებათ, რომ ყველა დიეტა არ იძლევა შედეგს და არც იმის გარანტიას, რომ ხანგრძლივი ეფექტი ექნება. დაკარგული კილოგრამები კი სწრაფად გვიბრუნდება. ამ სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს და ეს ცხოვრების წესის შეცვლაა. მთავარია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოთ და აღარ გადათქვათ!
"მე 37 წლის ვარ. მეოთხე შვილი გავაჩინე და ამჟამად დეკრეტულ შვებულებაში ვიმყოფები. ჩემი ისტორია, ალბათ, სხვა ადამიანების ისტორიასაც მოგაგონებთ: ორსულობა, მშობიარობა, მუდმივად ზრუნვა სხვებზე, მაგრამ არა საკუთარ თავზე.
ამის მიუხედავად, მე მაინც მოვახერხე 63 კილოგრამის დაკლება და ეს წონა აღარ დამიბრუნებია.
ჩემი ამბავი
გათხოვებამდე ჭარბი წონის პრობლემას არასდროს შევუწუხებივარ. შემდეგ რატომღაც ყველაფერი შეიცვალა და ნელ-ნელა დიდი ზომის სამოსში გამოვეწყვე. ბოლოს კი ისე მოხდა, რომ „+ size” ტანსაცმლის შეძენა დავიწყე.
ერთ დღესაც მეგობრებთან ერთად საშოპინგოდ სიარული შევწყვიტე, რადგან ბევრ მაღაზიაში მისვლის დროს ვხვდებოდი, რომ ბევრს ვერაფერს ვიყიდდი და არჩევანიც ნაკლები მქონდა. ყოველი ახალი ორსულობა უფრო და უფრო რთული იყო. მეოთხე ბავშვის დაბადების შემდეგ ავიწონე და ვნახე, რომ 130 კილოგრამზე მეტს ვიწონიდი.
ჯერ თავს ვიმართლებდი, შემდეგ კი მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შემეძლო. ისე მოხდა, რომ წონის დასაკლებ პროგრამაში ჩავერთე, რომლის წყალობითაც ჩემი ცხოვრების წესი გაუმჯობესდა და ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა.
წესები მარტივი იყო: მიმეღო უფრო მეტად სასარგებლო პროდუქტი და ნაკლებად - მავნე. თანამოაზრეების მხარდაჭერის წყალობით, პირველ კვირებში არც კი მიფიქრია, რომ ეს რეჟიმი მიმეტოვებინა, შემდეგ კი უკვე პროცესში მთელი ძალით ჩავერთე.
რასაც ახლა მივირთმევ:
- საუზმე: ხილი და კენკრა, უფრო ხშირად - ბანანი ან მარწყვი.
- სადილი: ქათამი ბრინჯით, სახლში მომზადებული სოუსით, ნაკლებად ცხიმიანი ყველი ან მჟავე კიტრი.
- შემდგომ: ყველი, კიტრი, ვაშლი.
- ვახშამი: მაკარონი ბოსტნეულით და მარინარის სოუსით, ან თევზი ბოსტნეულით - ბევრნაირი ვარიანტი შეიძლება იყოს.
ჩემი ვარჯიშები
დიეტის დროს 35 კილოგრამის დაკლება მოვახერხე, რის შემდეგაც უკვე მჭირდებოდა, რომ სპორტდარბაზში მევლო, რათა სრულყოფილი შედეგი მიმეღო. ალბათ, ამის გარეშეც დავიკლებდი წონაში, თუმცა უფრო ნელ ტემპში მოხდებოდა და კუნთებზე დატვირთვაც ნაკლები იქნებოდა.
ასევე, ხშირად ვსეირნობდი გრძელ გზაზე, ბავშვებთან ერთად და მათ გარეშე. შემდეგ აღმოვაჩინე ვარჯიშები, რომლებსაც ცეკვის ელემენტებიც ჰქონდა. ამან მოტივაცია შემმატა და დამარწმუნა, რომ „მე ყველაფერი შემიძლია“. მე შემიყვარდა სირბილი - რისი წარმოდგენაც მანამდე შეუძლებელი იყო!
რა დამეხმარა
მე შევწყვიტე, რომ ჩემი ცხოვრების წესი მთლიანად შემეცვალა და ახლა ჩემი ცხოვრება ძალიან ლამაზია. შევცვალე რიტმი და საერთოდ არ მინდა ძველ დროში დაბრუნება.
ვისწავლე საკუთარ თავზე ზრუნვა - რაც ადრე ყოველთვის მავიწყდებოდა. ახლა ვისვენებ, ვკითხულობ და დასვენების სხვა ფორმებსაც მივმართავ. ცხოვრება ბევრად უფრო მოსახერხებელი და მარტივი გახდა."
წყარო: www.cosmo.ru