მელანია ტრამპის სილამაზის საიდუმლო მარტივია, აუცილებელია სწორი კვება, თუმცა ზოგჯერ სისტემიდან გადახვევაც ურიგო არ არის. ყველა ამერიკელმა იცის, რომ მელანიას სისუსტე Jean Georges-ის ბურგერი და შემწვარი ქათამია ნიუიორკული რესტორნიდან. ამ ყველაფერს დამატებული დიეტური "კოლა". დანარჩენთან მიმართებაში კი ამერიკის პირველი ლედი მკაცრად იცავს წესებს უკვე წლების განმავლობაში.
რაც მთავარია, საკვებისადმი სწორი მიდგომის გათვალისწინება არის აუცილებელი. ის დიეტას ცხოვრების წესად აღიქვამს, რომლის დარღვევაც არ სურს. "მე უბრალოდ მიყვარს ჯანსაღი საკვები, იმიტომ, რომ უფრო ენერგიულად, ჯანმრთელად და ლამაზად ვგრძნობ საკუთარ თავს. რატომ უნდა ვთქვა უარი მის დაცვაზე?" - აღიარა მისის ტრამპმა.
მელანიას დილის საუზმე შვრიით იწყება ან სასარგებლო სმუზით, რომელიც რამდენიმე ინგრედიენტს შეიცავს, ეს კი ანტიოქსიდანტების და ვიტამინების შემცველი სასმელია. მისი მიღების შემდეგ ნაყროვანებას გრძნობს ტრამპი სადილამდე.
სადილზე მელანია თევზს ან ზღვის პროდუქტებს მიირთმევს, ხოლო ვახშამზე - მწვანე სალათებს.
ამას დამატებული, მელანიას მოდელობის პერიოდში გამოუმუშავდა კარგი ჩვევა, დღის განმავლობაში სამ ლიტრ წყალს იღებს. მისის ტრამპი რამდენიმე წელია აქტიურად თამაშობს ჩოგბურთს, ცურავს და იოგით არის დაკავებული. როგორც აღნიშნავს, შვილის, ბერონის გაჩენის შემდეგ სწორედ იოგის წყალობით დაიბრუნა პირვანდელი ფორმები.
ტრამპის საყვარელ სასმელებს შორის არის პიტნის, ლიმონის, წყლის კოქტეილი. ის აჩქარებს მეტაბოლიზმს და უზრუნველყოფს ტონუსში დარჩენას.
მელანიას დღის რაციონში 5-7 ცალი ხილი შედის ყოველდღიურად, თუმცა ბევრი დიეტოლოგი ასეთი "პოლიტიკის" წინააღმდეგია, მაგრამ ყოფილ მოდელს კონტრარგუმენტად მოჰყავს ის, რომ მავნე შოკოლადებისა და სასუსნავების მირთმევას ხილის ჭამა ურჩევნია, რაშიც ვერ შევედავებით. ტრამპსაც, სხვა გოგონების მსგავსად, აქვს განტვირთვის დღეები მწარე შოკოლადით და ნაყინით.
"არაფერია იმაში ცუდი, თუკი დროდადრო არაჯანსაღს მიირთმევთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დანარჩენი დრო ჯანსაღ კვებას ეთმობა" - განმარტავს პირველი ლედი.
წყარო: cosmo