როდესაც ჭარბი წონა ნორმალურ ცხოვრებაში ჩარევას იწყებს, ეს სიგნალია იმისა, რომ სხეულს ცვლილებები სჭირდება. სწორედ ამან მიაღებინა გადაწყვეტილება ჩვენს გმირს, რომ თავი ხელში აეყვანა და ცხოვრება რადიკალურად შეეცვალა!
”28 წლის ვარ. სადაზღვევო კომპანიაში ვმუშაობ. 135 კილოგრამი ვიყავი იმ დროს, როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ ბავშვის ყოლა გადავწყვიტეთ. ცხადია, დიეტის დაცვა და ცხოვრების წესის შეცვლა დამჭირდა...
ჩემი ისტორია
რამდენიმე წლის წინ იაპონიაში, ჩემი დის ქორწილში ვიყავი. ექსკურსიებში, ფაქტობრივად, ვერ ვიღებდი მონაწილეობას, რადგან იქ ბევრი სიარული მომიწევდა და ასვლა. მომატებული კილოგრამები ნამდვილად დიდ პრობლემად მექცა.
ერთი წლის შემდეგ მეუღლესთან ბავშვებზე ვისაუბრე და მივხვდი, რომ ჩემს სხეულს ბავშვის გაჩენის საშუალება არ ექნებოდა, თუ წესიერად გავლაც არ შემეძლებოდა! ეს პრობლემა უნდა მოგვარებულიყო.
კიდევ ერთი რამ, რაც შევცვალე, დესერტის მიღებას უკავშირდება. ნამცხვრების და პასტების ნაცვლად, ახალი ხილის მირთმევა დავიწყე.
საკმაოდ სწრაფად შევამჩნიე ცვლილებები. უფრო სასარგებლო ალტერნატივების არჩევაც დავიწყე. დიახ, მე ჯერ კიდევ მიყვარს, მაგალითად, კარტოფილი, მაგრამ სახლში მისი მომზადება ბევრად უკეთესია, რადგან სწრაფი კვების ობიექტებში როცა მზადდება, მისი ცხიმიანობა ჩემთვის საზიანოა.
რასაც ახლა მივირთმევ
- საუზმე: სენდვიჩი კვერცხით, ლორი და უცხიმო მოცარელა, ჯანსაღი იოგურტი, ხილი.
- სადილი: სალათა, ქათმის ან ინდაურის გარნირით.
- პროდუქტები: ბოსტნეული, ხილი, ნიგოზი.
- ვახშამი: ხორცი ან თევზი ბოსტნეულით.
ჩემი ვარჯიშები
მცირე ჩარევებით დავიწყე: 20-30 წუთი ვსეირნობდი ყოველდღე. საბოლოოდ ჩვევად იქცა და ჩემი ახალი ცხოვრების დასაწყისი გახდა.
შემდეგ დავინტერესდი ვარჯიშებით, რომლების გაკეთებაც სახლში შეიძლება. დავუმატე კარდიო და წონაში დასაკლები ვარჯიშებიც. იმდენად ჩართული ვიყავი ამ პროცესში, რომ ვერ წარმომედგინა, ადრე როგორ ვცხოვრობდი ამ ყველაფრის გარეშე.
რა დამეხმარა
ამრიგად, 1,5 წელში 45 კილო დავიკელი, შემდეგ კი დავორსულდი. ჩვენ ბიჭი გვეყოლება!
ორსულობის პერიოდში ვცდილობ, არ მივატოვო სპორტული ცხოვრება და სათანადო კვება. ვისწავლე ნორმალური ცხოვრების წესის შენარჩუნება და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი. მე მივხვდი, რომ წონაში კლება ჯანმრთელობისკენ მიმავალი გზა არის. ეს პროცესია, რომლის ყველა ეტაპზე უნდა იამაყო. თუ დაარღვიე და რაღაც ისე არ არის, ყოველთვის შეგიძლია უკან დაბრუნდე!”
წყარო: cosmo.ru