მინუს 55 კგ მშობიარობის შემდეგ: როგორ დავიკელი წონაში, რომ გავმხდარიყავი - მაგალითი ჩემი ქალიშვილისთვის

მინუს 55 კგ მშობიარობის შემდეგ: როგორ დავიკელი წონაში, რომ გავმხდარიყავი - მაგალითი ჩემი ქალიშვილისთვის
წონის დაკლებისთვის არსებული მოტივები შეიძლება ყველაზე მოულოდნელი აღმოჩნდეს.
ჩვენი გმირი იმედგაცრუებული იყო იმიტომ, რომ მშობიარობის შემდეგ ზედმეტი კილოგრამების გამო ვეღარ აღწევდა იმას, რაც სურდა.

„36 წლის ვარ. ჩრდილოეთ კალიფორნიაში ვცხოვრობ და დიასახლისი გახლავართ. ქალიშვილის დაბადების შემდეგ მთლიანად 120 კილოგრამი დავიკელი. თავიდან ნელ-ნელა 55 კგ დავიკელი და თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობდი.

ჩემი ისტორია

დარწმუნებული ვიყავი, რომ მშობიარობის შემდეგ ზედმეტი კილოგრამები თავისით წავიდოდა ჩემგან, მაგრამ ასე არ მოხდა. შემდეგ დამეწყო მშობიარობის შემდგომი დეპრესიაც, რაც წონის დაკლებაში ვერ დამეხმარებოდა.
თუმცა შვილისთვის კარგ მაგალითად ქცევის სურვილმა - ჰყოლოდა ჯანმრთელი დედა - მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ შევცვლილიყავი.
დიეტას ხშირად ვიცავდი, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. საბოლოო ჯამში, პალეოდიეტა დამეხმარა. ეს დიეტა ჩემი ცხოვრების ახალ გზად იქცა და წარმატების მიღწევა გამიადვილა. ამის შემდეგ ახალი ნაბიჯები იყო საჭირო სრული ტრიუმფის მისაღწევად. სწორედ ამიტომ დიეტა „Whole30“-ს მივმართე და მისი დახმარებით ეს შედეგი დადგა.
მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ მე გარკვეული შეუგუებლობა მაქვს ზოგი საკვების მიმართ. მათი რაციონიდან ამოღებაც დამეხმარა საოცნებო ფიგურის მოპოვებასა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
მე მიყვარს სოუსები, მაგრამ შევეცადე, აღარ მივკარებოდი. ზოგჯერ ვჭამ პიცას და ჰამბურგერს, მაგრამ მუდმივად არა და გაცილებით ცოტას.



რას მივირთმევ ახლა

ვცდილობ, პორციები სწორად გავანაწილო: ნახევარი თეფში - ბოსტნეული, მეოთხედი - კარტოფილი / ბრინჯი და ცილა.

  1. საუზმე: კვერცხი, ბოსტნეული.
  2. სადილი: ქათამი ან ინდაური გარნირით და ბოსტნეულის სალათა.
  3. შემდეგ: ბოსტნეულის ჩიპსები, ყველი.
  4. ვახშამი: თევზი, საქონლის ხორცი - ან ღორის ხორცი, დამატებითი კერძი და ბოსტნეული.

ჩემი ვარჯიშები

მშობიარობის შემდეგ მივხვდი, რომ მეტი მოქმედება მჭირდებოდა. თავიდან უფრო ხშირად დავიწყე სიარული გარეთ, შემდეგ დავდიოდი სპორტდარბაზში და ვარჯიშების გაკეთება დავიწყე, რასაც ენერგიაზე მოვყავდი. ასევე, შემიყვარდა სირბილი. ყველაფერი ეს ერთად მეხმარება, რომ ბევრად უკეთესად ვიყო.


რა დამეხმარა

მივხვდი, რომ წონაში კლება ჩქარი კი არა, ნელი პროცესია. თქვენ ვერ ჩათვლით, რომ სწორად იკვებებით, თუ შემდეგ სწრაფი კვების ობიექტებს დაუბრუნდებით.
მოტივაცია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ბავშვი სწორედ ჩემ მამოტივირებელ წყაროდ იქცა. მინდოდა მას კარგი გარეგნობის დედა ჰყოლოდა.
დავიწყე ოცნება იმაზე, დროთა განმავლობაში როგორ გავძლიერდებოდი და თვალყურს ვადევნებდი შედეგს. აღმოვაჩინე, რომ სხეულს მეტი უნარი აქვს, ვიდრე წარმომედგინა.”


წყარო: Cosmopolitan
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93