დღეს წონის დაკლებას ასობით ქალბატონი ცდილობს. ისინი სხვადსხვა საშუალებებით სასურველი კილოგრამებისა და ლამაზი, დახვეწილი სხეულის მისაღებად ბევრს შრომობენ, თუმცა დღესდღეობით საზოგადოებაში ასობით არასწორი მითი არსებობს, რომელიც წონის კლებაში და სასურველი შედეგის მიღწევაში ქალბატონებს ხელს უშლის.
ფიტნეს მენტორი სანდრო გოგოხია, ხშირად სოციალურ ქსელში იმ არასწორი მითების დანგრევას ცდილობს, რომელიც საზოგადოებაში კარგად არის ჩაბეჭდილი. მენტორი ყოველდღე სწორ და საჭირო რჩევებს უზიარებს საზოგადოებას და სანდრომ ამ მნიშვნელოვან საკითხზე მარაოსთანაც ისაუბრა.
ნახეთ, როგორ უნდა მოიშოროთ ჭარბი წონა - რჩევები ფიტნეს მენტორისგან
-ქალბატონებითვის დიდ პრობლემას წარმოადგენს ჭარბი წონა, რა არის მთავარი ,,წესები", იმისთვის, რომ ორგანიზმმა ჭარბი წონა მოიშოროს?
-ერთადერთი მთავარი წესი იმისთვის, რომ ნებიემიერმა ადამიანმა ჭარბი წონა მოიშოროს კალორიული დეფიციტია, ანუ უნდა დახარჯოს იმაზე მეტი ენერგია ვიდრე იღებს.
დავიწყოთ იმით, თუ რა არის კალორია? კალორია ენერგიის საზომი ერთეულია, რომელიც საკვებიდან მიეწოდება ორგანიზმზს, შესაბამისად თუ ჩვენ დავაკლებთ კალორიას მოვიქცევთ თავს კალორიულ დეფიციტში, ორგანიზმში ცხიმის წვა დაიწყება. კალორიულ დეფიციტში მოხვედრა გულისხმობს საკვების მოკლებას. როდესაც იცი რომელ პროდუქტს რამდენი კალორია აქვს და რამდენი კალორია გჭირდება შენ დასაკლებად. მაგალითად, შენთვის განკუთვნილ კალორიაში შოკოლადიც, რომ მიირთვა მაინც დაიკლებ.
- მეტი რამ გვიამბეთ კალოიულ დეფიციტზე...
-ყველა ადამიანის კალორიული დეფიციტი ინდივიდუალურია, შესაბამისად ყველას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ვიღაც შეიძლება იკლებდეს 1500 კალორიით, ხოლო სხვა 1700-ით, ანუ დიეტა, რომელიც მორგებულია ყველაზე უკვე არასწორია. თუ მე ბევრად მეტი საკვებით შემიძლია წონაში დაკლება რატომ უნდა მივირთვა დიეტაში გაწერილი ცოტა საკვები? მსგავსი ქმედება ანელებს მეტაბოლიზმს, სწორედ ამიტომ ხშირია დიეტების შემდეგ სწრაფი მატება და ხშირ შემთხვევაში გაორმაგებული კილოგრამებისაც კი.
- სწორი კვება 21-ე საუკუნის გამოწვევაა, რამდენად აუცილებელია სწორ კვებასთან ერთად ვარჯიში?
-ვარჯიშით ჩვენ ვხარჯავთ ენერგიას, შესაბამისად ამ გზითაც ვხვდებით კალორიულ დეფიციტში, ანუ ვარჯიში გვაძლევს საშუალებას მივიღოთ მეტი საკვები. გარდა ამისა ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, შესაბამისად წონაში დაკლება ხდება უფრო მარტივი. ვარჯიშით იკვეთება ლამაზი ფორმები და ბოლოს ის უცილებელია ჯანმრთელობისთვის.