ცნობილი ადამიანების საინტერესო გარდასახვები არაერთხელ გვინახავს, სელებრითები ხშირად რადიკალურად იცვლებიან და სასურველი როლის ან უბრალოდ სასურველი ფიგურის მისაღებად მთელ ძალისხმევას ხარჯავენ.
ნახეთ სელებრითების ხერხები, თუ როგორ დაიკლოთ წონაში
ნატალი პორტმანი
მსახიობმა ნატალი პორტმანმა ფილმ ,,შავ გედში“ მონაწილეობისთვის 80 ფუნტი, დაახლოებით 36 კილო დაიკლო. მსახიობი აქტიურად ებრძოდა წონას. მან სპეციალური, თავისი სხეულისთვის იდეალური დიეტა შეიმუშავა და დღის განმავლობაში მხოლოდ ნახევარ გრეიპფრუტს, სტაფილოსა და ცოტა ნუშს ჭამდა. როგორ ფიქრობთ, ღირდა ჯილდო ამ წვალებისთვის?
ბიონსე
ყველასათვის საყვარელი მომღერალი ბიონსე წონას ხშირად ებრძვის. წლების წინ მან 15 ფუნტი, მიახლოებით 6 კილო მხოლოდ ლიმონითა და შავი პილპილით დაიკლო. მომღერალი ლიმონის წვენში გარეულ შავპილპილიან წყალს სვამდა, ხანდახან კი ბოსტნეულსაც ღებულობდა.
რის უიზერსპუნი
მსახიობი რის უიზერსპუნი მშობიარობის შემდეგ საოცარ ფორმაში გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე, მისი საიდუმლო დიეტა კი უმარტივესი რამ - ბავშვის საკვები აღმოჩნდა. მსახიობი მხოლოდ ბავშვისთვის განკუთვნილ საკვებს იღებდა.
ენ ჰეთევეი
ენ ჰეთევეიმ სასურველი როლის მისაღებად ბევრი იშრომა., მან მისთვის სასურველი დიეტა შეიმუშავა და დღის განმავლობაში მხოლოდ 500 კალორიის მიღება დაიწყო.
კრისტინა აგილერა
კრისტინა აგილერას გარდასახვამ ჰოლივუდში ყველა გააოცა. მომღერალმა ბევრი შრომის შემდეგ სასურველ წონას მიაღწია. აგილერა ყოველდღე ერთი ფერის საკვებს ჭამდა. მაგალითად, ორშაბათს მხოლოდ თეთრს, სამშაბათს ყვითელს და ასე.
მადონა
ვინ დაიჯერებს, რომ მადონა 58 წლის არის? საოცრად მომხიბვლელი მომღერალი მადონა თავს ყოველთვის უფრთხილდება და წონას მკაცრად აკონტროლებს. თუ მომღერალი მიხვდა, რომ მოიმატა, ის კალორიების თვლას იწყებს და უმეტესად ჭამის მაგივრად საკვებს მხოლოდ ყნოსავს. ის საკვებს ამზადებს, მაგრამ არ ჭამს. მადონა ამ მეთოდით არ ცხოვრობს, თუმცა მაშინ მიმართავს, როდესაც ამის საჭიროებას ხედავს.
ნიკოლ კიდმანი
გენიალური ნიკოლ კიდმანი ყოველთვის ფორმაშია, მისი საიდუმლო კი თავდაუზოგავი შრომა და მარტივი დიეტაა. კიდმანი წონის დასაკლებად 4 მოხარშულ კვერცხს იყენებს. საუზმეზე მიირთმევს ერთს, სადილზე - 1 და ვახშმად - 2-ს. შედეგად ეს მუშაობს, თუმცა დიდხანს ამ დიეტით ვერ ძლებს.
წყარო: brightside.me/
<div>
</div>