დედებისთვის ვარჯიში რთული რამაა, რადგან ჩვილი ბავშვის დატოვება და სავარჯიშოდ წასვლა თითქმის შეუძლებელია, არადა ქალბატონებს კარგ ფორმაში ყოფნაც უნდათ და ეს ყველაფერი მოგვიანებით ბევრს სხვა პრობლემას იწვევს. როგორც აღმოჩნდა, ბავშვთან ერთად ვარჯიში არც ისე რთულია.
ნახეთ, როგორ ივარჯიშოთ ბავშვთან ერთად სახლის პირობებში
ჩაჯდომები
დაიჭირეთ ბავშვი ხელში და ნელი მოძრაობით სადამდეც შეგეძლებათ ჩაჯდომები აკეთეთ. გამართეთ წელი და მკლავები, შეეცადეთ ნელა და სწორად შეასრულოთ ეს ვარჯიში. იცოდეთ, რომ ბავშვის ხელში აყვანა წონის დაკლებაში დაგეხმარებათ, რადგან კილოგრამებით ვარჯიში ცხიმის დაწვაში შეგიწყობთ ხელს.
ფეხი უკან და გამართული წელი
ჩაჯდომებს რომ მორჩებით სათითაოდ ფეხის გავარჯიშბაზე გადადით, კომფორტულად დაიჭირეთ პატარა ხელში და ნელი მოძრაობით ფეხი უკან გაწიეთ, შეეცადეთ გამართოთ წელი და 15-ჯერ შესვენებებით შეასრულოთ ეს ვარჯიში.
გავახდუნოთ ბარძაყები
კიდევ ერთი ვარჯიში ფხების გასახდუნებლად სწორდ ეს მარტივი მოძაობაა. დაიჭირეთ პატარა, მოხარეთ ერთ ფეხი და მეორე გაშალეთ, ჩადით ქვევით და ნელა დაუბრუნდით საწყის პოზას, ეს ბარძაყის შიდა ცხიმს დაწვავს და ფეხის მოცულობას შეამცირებს.
ორივე ბარძაყზე დატვირთვის დროა
როდესაც ზემოთ ნაჩვენებ ვარჯიშებს მორჩებით, ფეხების გავარჯიშება ამ მარტივი მოძრაობით დაასრულეთ, დაიჭირეთ ბავში და 15-მდე დაითვალეთ, შემდეგ შეისვენეთ და ისევ ისე. ამით ფეხის ყოველდღიური ვარჯიში უკვე დავასრულეთ.
მუცლის პრესისა და საჯდომის დროა
ახლა დროა, სხეულის სხვა ნაწილებსაც მივხედოთ. ამ ვარჯიშით საჯდომისა და მუცლის ცხიმის შემცირებაზე უნდა ვიზრუნოთ. დაიჭირეთ ბავშვი ხელში და მარტივი მოძრაობით 15-ჯერ შეახეთ საჯდომი იატაკს, დაისვენეთ და ისევ იგივე არ დაგავიწყდეთ.
მხოლოდ პრესიც გავავარჯიშოთ
სანამ ვარჯიშს დავასრულებთ პრესზე დატვირთვა გავზარდოთ, დაგვიჯერეთ ამით შედეგს უფრო მალეც მიაღწევთ. დაისვით ბავშვი ფეხებზე და 15-ჯერ წამოწიეთ მკერდის ნაწილი ფეხებისკენ, ასე მუცლის ქვედა ცხიმი წვას დაიწყებს.
ბოლო ვარჯიშის, პლანკას დროა
და აი ფინალურ მოძრაობასთანაც მოვედით, დადექით ხელებზე და 1-2 წუთი უძრავად გაჩერდით, პლანკა იდეალურია ვარჯიშის დასასრულებლად.
წყარო: brightside.me