მინუს 10 კგ, პლუს ფიგურა: როგორ ჩავდექი ფორმაში ქორწილისთვის 2 თვეში

მინუს 10 კგ, პლუს ფიგურა: როგორ ჩავდექი ფორმაში ქორწილისთვის 2 თვეში
ზოგჯერ ხდება, რომ რაღაც მიზანი გაქვთ, რის გამოც საკუთარ თავზე სერიოზული მუშაობა გიწევთ. მაგალითად, შეიძლება ეს სულაც ქორწილი იყოს!
ეს ისტორია დაგანახებთ, რომ სურვილის შემთხვევაში ყოველთვის შეგიძლიათ ფორმაში ჩადგომა.

”მე ანა მქვია და 31 წლის ვარ. ქორწილამდე წონაში დაკლება და ფიგურის გაუმჯობესება გადავწყვიტე, რამდენიმე თვე ვიბრძოლე და 10 კილოგრამი დავიკელი.
ახლა ჩემი სხეული უფრო მეტად მომწონს, ვიდრე ოდესმე.

ჩემი ისტორია

მთელი ცხოვრება სპორტსმენი გოგო ვიყავი, მაგრამ ასევე ჭარბი წონისკენ მიდრეკილიც. ამიტომ ფორმის შესანარჩუნებლად ბევრი უნდა
მევარჯიშა.
მე პროფესიონალი ნიჩბოსანი გახლდით, ვვარჯიშობდი კვირაში 10-ჯერ და ეს საკმაოდ დიდი დატვირთვა იყო.
კოლეჯის დასრულების შემდეგ სპორტს თავი დავანებე და სამსახურზე გადავერთე. იმავე რაოდენობის საკვებს მივირთმევდი და გაცილებით ნაკლებს ვვარჯიშობდი.
შემდეგ დავიწყე სირბილი და ველოსიპედით სეირნობა.
გატაცებული ვიყავი F45 პროგრამით, რომელიც აერთიანებს კარდიოს და ძალისმიერ ვარჯიშებს. ეს ძალიან მომეწონა!
ჩვენი ვარჯიშები მრავალფეროვანია, ყველა მონაწილე მოტივირებულია და ერთად კარგ დროს ვატარებთ. თავიდან დაახლოებით 80 კილოგრამს ვიწონიდი.
შემდეგ დავიწყეთ შეჯიბრებები: 2-თვიანი ვარჯიში და სწორი კვება. ეს სწორედ ის დრო იყო, მე და ჩემი მეგობარი დაქორწინებას რომ ვაპირებდით და ქორწილამდე თითქმის 3 თვე იყო დარჩენილი.
ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს კარდიოვარჯიშებს ვაკეთებდით და შესაბამისად ვიკვებებოდით. ჩვენს მენიუში პროტეინი დომინირებდა.
შედეგად, მივაღწიე ჩემს მიზანს და დავიკელი 10 კილოგრამი. შეიძლებოდა მეტიც დამეკლო, მაგრამ შაბათ-კვირის განმავლობაში დიეტას არ ვიცავდი. თუმცა სწორი კვების რეჟიმისთვის, ცხადია, თავი არ დამინებებია. პანდემიის დროს ინტერნეტის მეშვეობით ვეცნობოდი ინფორმაციებს და ვარჯიშებს სახლში ვაკეთებდი.


რას მივირთმევ ახლა

  1. საუზმე: ომლეტი ბოსტნეულით ან იოგურტი კენკრით.
  2. სადილი: ქათამი ან თევზი ბოსტნეულით.
  3. ვახშამი: ხორცი, მაკარონი და ხორბლის პური.
  4. ცალკე საჭმელები: თხილი, ხილი, ცილის შემცველი საკვები.

რა დამეხმარა

მე სერიოზული მიზანი მქონდა! თუ გჭირდებათ მნიშვნელოვანი მოვლენის მოსვლამდე ფორმაში ჩადგომა, უმჯობესია დაისახოთ კონკრეტული მიზანი. ახლა მე მინდა შევინარჩუნო ის, რასაც მივაღწიე.
კიდევ ერთი მომენტი: შეიქმნა დამხმარე ჯგუფი ჩემ გარშემო, რამაც კარგად იმოქმედა. მე ნამდვილად სიამოვნებით ვვარჯიშობდი ადამიანებთან, რომლებიც იმავე ღირებულებებს იზიარებდნენ.
და ჩემთვის ასევე ძალიან მოსახერხებელია კვება გეგმის მიხედვით, როდესაც მე არაფრის გამოგონება არ მიწევს. ახლა გაცილებით ადვილია სასურველი ფიგურის შენარჩუნება!”



წყარო: Cosmopolitan
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93