უცხოური გამოცემა "კოსმოპოლიტენი" ყოველდღიურად უამრავ შეტყობინებას იღებს.
ანა ისრაელიანის ამბავი იმდენად გულწრფელია, რომ ზოგიერთი გოგონა მასში საკუთარ თავს დაინახავს და ზოგისთვის ანას მაგალითი „მოქმედების სახელმძღვანელოდ“ შეიძლება იქცეს.
„ჩემს ნაცნობებს შორის არ არსებობს ქალი, რომელსაც ერთხელ მაინც არ მიუმართავს დიეტისთვის. თითოეულ ჩვენგანს გარკვეული მიზნები აქვს. ვიღაცისთვის ეს წონაში დაკლების სურვილია, ვიღაცისთვის - საკუთარი თავის განახლების. იშვიათად თუ ფიქრობენ ადამიანები იმაზე, რომ გარეგნული ცვლილების წყალობით, ჩვენ შინაგანადაც ვიცვლებით.
ამ სტატიაში არ ვისაუბრებ იმის შესახებ, თუ როგორ მოვახერხე „20 კგ-ის 4 კვირაში დაკლება“, ან როგორ დავიკელი წონაში კენკრის და ყავის მიღებით.
დავწერ, თუ როგორ მოვახერხე წონაში დაკლება და საკუთარი თავის შეცვლა არა მარტო გარედან, არამედ შიგნიდანაც.
საკუთარ თავს ხშირად ვუსვამ კითხვას: ვინ ვიყავი 1,5 წლის წინ?
ჩემი მაღაზიაში წასვლა ყოველ ჯერზე ცრემლებით მთავრდებოდა: შევიძინე „ჰუდები“,რაც ჩემს წონას მალავდა. მე არაფერი აღარ მსურდა - არც მანიკიურის გაკეთება, არც მაკიაჟის. ფაქტია, მე თვითონ არ მიყვარდა საკუთარი თავი.
სპორტიც გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში: ვმუშაობ მწვრთნელთან, რომელიც რჩევებს მაძლევს კვების შესახებ, მხარს უჭერს ჩემს ენთუზიაზმს და ახარებს ჩემთან გამარჯვებები. მე კვირაში 3-ჯერ ვვარჯიშობდი. ძალოვანი და კარდიოვარჯიშები დამეხმარა.
1 წლის და 3 თვის შემდეგ დავიკელი 48 კგ. დღეს ჩემი სასწორი 79 კგ-ს აჩვენებს, მაგრამ მე ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ! ზოგჯერ თვითონ ვერ აღვიქვამ „ახალ წონას“ და ტანსაცმლის მაღაზიაში შესვლისას, ჩვეულების გამო ვეძებ ყველაზე დიდ ზომა სამოსს. ჩემი მწვრთნელი, ჩემი მეგობრები და ნაცნობები ამაყობენ ჩემით და ზოგი ადამიანი, ვინც წელიწადზე მეტია არ მინახავს, საერთოდ ვერ მცნობს შეხვედრისას.
ახლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა: ვინ ვარ ახლა? დღეს მე ვარ თავდაჯერებული გოგო, რომელიც ცხოვრებას დადებითად უყურებს და აკეთებს იმას, რაც უყვარს. ბედნიერი ვარ საკუთარი თავით, ვამაყობ ჩემით, მიყვარს ცხოვრება და სიამოვნებას მანიჭებს ახალი ტანსაცმლის შეძენა. მე შემიყვარდა საკუთარი თავი. და მინდა ვუთხრა გოგონებს, რომლებმაც ჩემს ისტორიაში თავი ამოიცნეს, მხოლოდ ერთი რამ: თქვენ არ უნდა შეიცვალოთ ვინმეს გულისთვის, შეიცვალეთ მხოლოდ საკუთარი თავისთვის. "
წყარო: Cosmopolitan