"მივხვდი, რომ ჩემს თავს ვკარგავდი და სხვა ადამიანს ვემსგავსებოდი" - როგორ დაიკლო ქართველმა გოგონამ 15 კილო მარტივად

"მივხვდი, რომ ჩემს თავს ვკარგავდი და სხვა ადამიანს ვემსგავსებოდი" - როგორ დაიკლო ქართველმა გოგონამ 15 კილო მარტივად

ქართველი გოგონა ნინი ზუბიაშვილი „ინსტაგრამზე“ წონაში კლების შესახებ საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს უზიარებს გამომწერებს.

Marao.ge შეეცადა დეტალების დაზუსტებას, რადგან გოგონებს წონაში კლების დროს მოტივატორი ნამდვილად სჭირდებათ.

ნინი, როდის გადაწყვიტეთ წონაში დაკლება?

- ბოლო 1 წლის განმავლობაში საგრძნობლად მოვიმატე და ჩემს წონას დავშორდი თითქმის 20 კილოთი. ასე რომ ვთქვათ, „გამექცა“ წონა. 6 თვის წინ მივხვდი, რომ ჩემს თავს ვკარგავდი და სხვა ადამიანს ვემსგავსებოდი. გავაცნობიერე ისიც, რომ ეს ძალიან არ მინდოდა. ახალი წლის შემდეგ მივხვდი, რომ ასე

ვეღარ გაგრძელდებოდა და დავიწყე ნელ-ნელა შეზღუდვები.  რადგან ჩემთვის წონაში მატება ეს უბრალოდ გასუქება არაა, გეზარება ყველაფერი, გარდა ჭამისა. და ბოლოს ხარ ერთი (რბილად რომ ვთქვათ, პუტკუჩა), რომელსაც არაფერი უხდება ან არ ეტევა. ამიტომ შევიმუშავე ჩემი წესები.

უფრო დეტალურად მოგვიყევით...

- სერიოზულად კარანტინის პერიოდში შევუდექი ამ საქმეს. მინდოდა ზაფხულში ფორმაში ვყოფილიყავი და 10 კილოს დაკლებაც მოვახერხე 18-საათიანი კვების რაციონით + ვამზადებდი დეტოქსებს, ვაკეთებდი კოქტეილებს. საკვებს ყველაზე უმნიშვნელო ადგილი დავუთმე, ხოლო ჩემს პრინციპებს და ნებისყოფას კი - უდიდესი.

ეს ყველაფერი დღეს უკვე ჩემი ცხოვრების რეჟიმად ვაქციე და ვცდილობ, ჩემი გამოცდილება სხვებსაც გავუზიარო.

სულ რამდენი კილოს დაკლება მოახერხეთ?

- დღეისთვის 15 კილო დავიკელი და სასურველ წონამდე 5 კილო მიკლია.

კოქტეილებისა და დეტოქსის შესახებ გვითხარით, როგორ ამზადებთ?

- კოქტეილს ვამზადებ კეფირით, ლაიმით და ჯინჯერით. ზოგჯერ დარიჩინსაც ვამატებ. რაც შეეხება დეტოქსს, ლაიმი, პიტნა, გრეიპრუტი. აქაც სურვილისამებრ ვამატებ ჯინჯერს ან დარიჩინს.

თქვენი სასურველი წონა?

- 58 იდეალური იქნება.

რას ეტყოდით გოგონებს, რომლებსაც დაკლება სურთ?

- მთავარია მონდომება და მიზანი. აუცილებლად შეძლებ!

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93