"ყოველთვის ვმალავდი საკუთარ ფოტოებს" - როგორ დაიკლო ბათუმელმა გოგონამ 120 კილო

"ყოველთვის ვმალავდი საკუთარ ფოტოებს" - როგორ დაიკლო ბათუმელმა გოგონამ 120 კილო
სოფო აბაიშვილის შესახებ ბევრმა ადამიანმა იცის. ის 31 წლისაა და 120 კილოგრამი დაიკლო. ამბობს, რომ ეს მისთვის დიდი მიღწევაა და საკუთარ გამოცდილებას ხშირად უზიარებს სოციალურ ქსელში სხვებსაც. ახლა 65 კილოგრამს იწონის და სასურველ წონას დიდი ხანია ინარჩუნებს. სოფო გვიყვება, როგორ დაიკლო და რაზე ამბობს უარს, რომ შედეგი შეინარჩუნოს:

- წონის პრობლემა 13 წლის ასაკიდან დამეწყო. არც ჰორმონალური დარღვევა მქონია და არც ჯანმრთელობის სხვა პრობლემა. უბრალოდ, ჭამა მიყვარდა და ბევრი არასასარგებლო პროდუქტით ვიკვებებოდი. ამის გამო 13
წლის ასაკში 80 კილო ვიყავი, 24 წლის ასაკში კი 185 კილომდე ავედი.

- როგორ დაიკელით ამის შემდეგ?

- 24 წლის ასაკში ენდოკრინოლოგთან მივედი, ჩავიტარე გამოკვლევები და ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ მქონია. დავიწყე სწორი კვება. ენდოკრინოლოგი ძალიან მეხმარებოდა, ყოველდღიურად ვეკონტაქტებოდი. 10 თვის განმავლობაში სწორი კვებით 75 კილო დავიკელი. წელიწად-ნახევარი შევინარჩუნე ეს წონა. მერე რესტორანში ვმუშაობდი, კვების რეჟიმი ამერია, ნერვებმაც მიმტყუნა და 60 კილოზე მეტი ისევ მოვიმატე. რაც დავიკელი, თითქმის ავინაზღაურე. თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. ჩემმა დამ და სიძემ მირჩიეს, რომ ბარიატრიული ქირურგიისთვის მიმემართა. კუჭის ოპერაცია გავიკეთე, მაგრამ ამ ოპერაციის გაკეთება ავტომატურად კლებას არ ნიშნავს. მოვიკრიბე ძალები და 2 წელი სწორ კვებაზე ვიყავი. 120 კილო დავიკელი. უკვე 4 წელი გავიდა და წონას დღემდე ვინარჩუნებ.

არის დღეები, როდესაც ვარღვევ და საკუთარ თავს განტვირთვის შესაძლებლობას ვაძლევ, მაგრამ მაინც სულ ფორმაში ვარ.

იხილეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93