ქართველი ქალის საოცარი გარდასახვა 3 თვეში - ნახეთ როგორ დაიკლო 25 კილო ქეთი ქოქაშვილმა

ქართველი ქალის საოცარი გარდასახვა 3 თვეში - ნახეთ როგორ დაიკლო 25 კილო ქეთი ქოქაშვილმა
ჭარბი წონა საზოგადოებისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება, არასწორი დიეტები, გადადებული ვარჯიში და დეტოქს სასმელები, ქალბატონები წონის დასაკლებად ყველაფერს აკეთებენ. 34 წლის ქეთი ქოქაშვილმა საკუთარ თავს აჯობა, სწორი კვებითა და ყოველდღიური ვარჯიშით 25 კილოგრამის დაკლება შეძლო. ქეთის თავისი ისტორიის მოსასმენად დავუკავშირდით.

ქეთი ქოქაშვილი:

- ყველასგან დამოუკიდებელი, მიზანდასახული დიასახლისი ვარ. ადამიანების დახმარება და გვერდში დგომა მიყვარს, ერთი შვილი მყავს 11 წლის, თიკუნა. წონის კლებამდე 93 კილო ვიყავი. ჩემი ჭარბი წონა ორსულობით დაიწყო, ორსულობის შემდეგ,  კილოგრამები დამრჩა და
ვერ მოვაბი თავი, რომ ჩემი თავისთვის მიმეხედა და სტიმული მიმეცა ფორმაში ჩასადგომად.

ჭარბი წონისკენ მიდრეკილება არ მქონია, ოჯახის შექმნამდე გამხდარი ვიყავი. სიმართლე, რომ ვთქვა, ჩემი წონა დიდად არ მაწუხებდა, მხოლოდ ტანსაცმლის შერჩევა მიჭირდა, რადგან სადაც არ უნდა მივსულიყავი ჩემი ზომის არაფერი ჰქონდათ.

- რა იყო თქვენი მოტივაციის წყარო?

- ჩემი მთავარი მოტივაციის წყარო ჩემი შვილი იყო, ასევე მეგობრები და ოჯახის წევრები, რომლებსაც ძალიან მოსწონდათ და სტიმულს მაძლევდნენ რომ ჭარბწონიანობა დამემარცხებინა.

4 წლის წინ წონის კლებაზე ფიქრი დავიწყე, ჩემი შვილი მეორე კლასში იყო და რაღაც თავისუფალ თემაში დაწერა, რომ უნდოდა უფრო ლამაზი დედა ჰყოლოდა და არა მსუქანი, იქვე მიუთითა ერთ-ერთი ბავშვის მშობელი, რომელიც სამოდელო სააგენტოში მუშაობდა და საკმაოდ კარგი ვიზუალი ჰქონდა... ძალიან დამაკომპლექსა ამის წაკითხვამ და მიზნად დავისახე, რომ ზედმეტი კილოგრამები მომეშორებინა, დავიწყე სწორი კვება და ვარჯიში და 25 კილოგრამი დავიკელი. ჩემი შვილის სიტყვებმა უდიდესი სტიმული მომცა და დავიწყე ყოველ საღამოს 2 საათის განმავლობაში ფეხით სიარული, ერთი წელი დავდიოდი წვიმაში, ქარში, თოვლში და სიცხეში, არც ერთი დღე არ გამიცდენია. 

წონის კლება ნამდვილად რთული პროცესია, პირველი ერთი თვე არცერთი კილო დამიკლია, იმედიც გადამეწურა მაგრამ არ დავნებდი. შემდეგ თვეში კი დაიძრა წონა და სასურველ შედეგს 3 თვეში მივაღწიე, ვიკვებებოდი მხოლოდ ჯანსაღი საკვებით, ცომეულის და ტკბილეულის გარეშე, მეუბნებოდნენ, რომ დიეტით ისედაც დავიკლებდი და ვარჯიში ზედმეტი იყო, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ვარჯიშის დროს არანაირი სტრია და ზედმეტი ქონი არ რჩება, რაც წონის კლებას ახასიათებს. ჩამოკიდებული კანი არ მაქვს.

- როგორ ინარჩუნებთ წონას, რას მიირთმევთ დღის განმავლობაში?
- სასურველი შედეგის მიღების შემდეგ, წონის შენარჩუნების მიზნით, რაციონიდან ტკბილეული ამოვიღე, ვსვამდი ბევრ წყალს და სარკეში ჩახედვა მსიამოვნებდა, გაქრა ის დიდ მუცლიანი ქალი და სარკიდან უკვე ჩემთვის სასურველი გამოსახულება მიყურებდა. ახლა წონის შენარჩუნებას აღარ ვცდილობ, აღარ ვიმატებ და რასაც მინდა იმას ვჭამ, ვცდილობ ღამე არ ვჭამო, დანარჩენი არაფერი მაქვს ამოღებული მენიუდან.



- რას ამბობენ თქვენი მეგობრები და ახლობლები, ახლა უკვე სხვა ადამიანს გიყურებენ...
- ჩემი მეგობრები ყველას უყვებიან და აფრიალებენ ჩემს ფოტოებს, ამაყობენ ჩემით რომ დავძლიე საკუთარი თავი, სიზარმაცე და თავი დავაღწიე იმ არასასურველ წონას. ბევრ ადამიანს სტიმული მისცა ჩემმა თავდაჯერებულობამ, შემართებამ, ასეულობით ადამიანი დავარწმუნე რომ უნდა დაეძლია სიზარმაცე და გამხდარიყო. ვამაყობ, რომ ბევრ მათგანს დავეხმარე, მიზანი დავუსახე და სასურველ შედეგამდე მივიყვანე.

ერთ-ერთ ფეისბუქ ჯგუფში, რომელსაც ,,ჩვენი გარაჟი" ჰქვია, ჩემი დიდი ზომის ტანსაცმელი დემონსტრაციულად გავყიდე, რომ დავხმარებოდი გოგონებს და სტიმული მიმეცა ჩემი შედეგით...

- რას ეტყვი მათ, ვინც ახლა იწყებს ჭარბ წონასთან ბრძოლას ან დანებების სურვილს ვერ ელევა?
- ვინც ახლა იწყებს ჭარბ წონასთან ბრძოლას ვეტყოდი, რომ არასდროს თქვათ რომ ვერ ხდებით, 10 წელი ვიყავი ჭარბ წონიანი, უამრავი დაავადება გამიჩინა წონამ, უამრავი კომპლექსი გამიჩინა, წონის გამო ყველაფერზე ვკომპლექსდებოდი...

უბრალოდ დაისახე მიზანი! არ ჭამო. ერთი კვირა გაგიჭირდება მაგრამ მერე შედეგით ძალიან ბედნიერი იქნები, თავიდან რამდენიმე დღე ჩუმად ვჭამდი შოკოლადებს, მერე მივხვდი, რომ ჩემს თავს ვუმალავდი და გადავყარე ყველა ტკბილეული, არ ვყიდულობდი და შესაბამისად ვერც ვჭამდი! ნუ იტყვით, რომ ფინანსები სჭირდება დიეტას! ნუ მოიტყუებთ თავს, უბრალოდ ადექით და თქვენი თავი დაარწმუნეთ, რომ ყველაფერს შეძლებთ და ყველაფერი გამოგივათ, ძალიან ადვილია, ცოტას ვჭამთ და ბევრს ვვარჯიშობთ.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 4 /
ლიზა
ვიწყებ დიეტას და სურვილი მაქვს ვინმე შემომიერთდესს❤️????????
04:21 / 12-03-2021
გამოხმაურება / 0 /
მარი
კი წონიტ ადამიანი და სიმსუქნით არ უნდა განსხვავო და შეადარო გამხდარს და არ უნდა დასცინონ მე ამის წინამდეგი ვარ და ვიქნები მე არ ვარ ძალიან მსუქანი ვარ პუტკუნა მაგრამ არ მომწონს ჩემი თავი ისევ ისეთი მინდა ვიყო როგორიც ვიყავი ვერაფრიტ ვიკლებ არადა მე თავად მაქვს კომპლექსი სიმსუქნეზე და არ მინდა მსუქანი ვიყო მინდა რომ ჩასაცმელი ისე ჩავიცვა როგორც მე მომწონს და ვთქვა რომ ეხლა არაფრის მეშინია ჩემი საყვარელი კომბინიზონს ჩავიცმევ სულ იმაზე ფიქრი მაქვს როგორ მოვიკლო ცემი საყვარელი კომბინიზონი ჩავიცვა ვინაც უნდა ისთქვას მე ხალხის აზრი არ მაინტერესებს ვინ მსუქანია ვინ გამხდარი არჩევანსაც კი აკეთებენ ეგეთი რამე ხალხიდან შორს ცემიდან არავინაც არ უნდა მიაქციოთ ყურადგება მტავარია გულით გინდოდეს ყველაფერი გამომივა მაგრამ პურს რომ ვხედამ ზარზარება მემართება მინდა რომ ვჭამო სულ და ესკი მგონი ჯამრთელობისტვის ცუდია
05:53 / 21-02-2021
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93