მომღერალი ნინა სუბლატი ბავშვის გაჩენის შემდეგ მალევე ჩადგა სასურველ ფორმაში. საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი იყო, თუ როგორ მოახერხა მან წონაში დაკლება. ნინამ ყველას ერთად "ინსტაგრამიდან" უპასუხა და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა.
"ძალიან ბევრი მეკითხებით, როგორ გავხდი და აქ გეტყვით. ჯერ 5 კილო კიდევ დასაკლები მაქვს. დანარჩენი დავიკელი Inermitten fasting - არ ვიცი ქართულად როგორაა. 18:6 ამ პრინციპით. ანუ 6 საათი ვჭამ, რასაც მინდა, 18 საათი არ ვჭამ. მხოლო წყალი, ჩაი ან ყავა უშაქროდ. რომელი საათიდან ჭამო, თვითონ ირჩევ. მეტი სიმარტივისთვის, ვიყენებ აპლიკაციასაც. თან რაღაცებს მახსენებს და თავსაც უკეთ ვაკონტროლებ, რომ არ ჩავცეცხლო", - წერს მომღერალი საკუთარ "ინსტაგრამსთორიზე".
იხილეთ ფოტო: