ქალბატონები წონას აქტიურად ებრძვიან. ერთდღიანი დიეტები და შიმშილი წონის კლებისთვის არაეფექტურია, თუმცა გასახდომად ბალახეულის ჩაი და სხვადასხვა სასმელი ნამდვილად შედეგიანია.
ნახეთ სახლში მოსამზადებელი სასმელები, რომლებიც წონაში დაგაკლებინებთ:
როდესაც ადამიანის ორგანიზმი სითხეს კარგავს, აუცილებელია, ეს სითხე იმავე რაოდენობით კვლავ მიიღოს ორგანიზმმა. ყველამ იცის, რომ ნელი მეტაბოლიზმი წონის კლების მთავარი მტერია, ჩაი და რამდენიმე ჯადოსნური სასმელი კი მეტაბოლიზმს აჩქარებს და ორგანიზმს კლებაში ეხმარება.
ვაშლის ძმარი
წონის დაკლებაში ქალბატონებს ვაშლის ძმარი აუცილებლად დაეხმარებათ, რადგან მასში შემავალი მთავარი ინგრედიენტი ძმარმჟავა ორგანიზმში ცხიმის დაწვას უწყობს ხელს. ასევე, ვაშლის ძმარი არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს.
როგორც ამბობენ, ეს ჯადოსნური პროდუქტი აქვეითებს მადას და იწვევს წონის კლებას. ყოველ დილით უზმოზე ერთი სუფრის კოვზი ძმარი ერთ ჭიქა წყალში უნდა გააზავოთ და შემდეგ დალიოთ. დალევიდან ნახევარ საათში კი აუცილებელია, რომ ისაუზმოთ.
მწვანე ჩაი
მწვანე ჩაი მოდიეტე ქალბატონებისთვის ცნობილი წონაში დასაკლები სასმელია. ეს საოცარი ჩაი მეტაბოლიზმს აჩქარებს. ასევე, ის ანტიოქსიდანტია და ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს გამოდევნის.
არსებობს 14 კვლევა, რომლებიც მხარს უჭერს მწვანე ჩაის ეფექტიანობას წონის კლების დროს. იმისთვის, რომ ჩაიმ ზუსტი ეფექტი გამოიღოს, საჭიროა, დღეში ერთხელ ან ორჯერ დალიოთ ის. აადუღეთ წყალი, ადუღებიდან 10 წუთში გათიშეთ და დაასხით მწვანე ჩაის ფოთლებს. მოათავსეთ ფოთლები დახურულ გარემოში, კვლავ 10 წუთში გადაწურეთ ის.
ჩაის ფოთლების დიდხანს დატოვება არ არის რეკომენდებული. ასევე, გამოყენებული ფოთლების მეორედ გამოყენება მავნეა ჯანმრთელობისთვის.
ჯინჯერიანი და ლიმონიანი წყალი
ერთ გრაფინში ჩაყარეთ ერთი დაჭრილი ლიმონი და ერთი თავი კარგად გარეცხილი და გახეხილი ჯინჯერი. დატოვეთ რამდენიმე საათი და დღის განმავლობაში დალიეთ. ეს გემრიელი და არომატული წყალი ორგანიზმში ცხიმების დაწვას უწყობს ხელს, ამცირებს მადას და ორგანიზმიდან გამოდევნის მავნე ნივთიერებებს.
მწვანე ჩაი პიტნითა და ლიმონით
მწვანე ჩაი რომ ეფექტურია, ეს ყველამ იცის, თუმცა, თუ ჩაის პიტნასა და ლიმონს დაუმატებთ, თქვენ უგემრიელეს და წონის დასაკლებად კიდევ ერთ იდეალურ ჩაის მიიღებთ. მოათავსეთ ჭიქაში 6-7 პიტნის ფოთოლი, ერთი ნაჭერი ლიმონი და გაურიეთ მწვანე ჩაის. გადაწურეთ და მიირთვით. შედეგს რამდენიმე კვირაში აუცილებლად იხილავთ.
წყარო: www.healthifyme.com