40 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის ვარჯიში აუცილებელია, რადგან ასაკის მარტებასთან ერთად ძვლები სუსტდება და იფიტება. იმისთვის რომ სხეული მუდმივად ფორმაში იყოს ყოველდღე, 10-15 წუთი პატარა, მარტივი ვარჯიში სრულიად საკმარისია.
ნახეთ, 5 ეფექტური ვარჯიში 40 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის
ჩაჯდომები
კუნთებისა და ძვლების აქტივაციისთვის დაიწყეთ ვარჯიში ჩაჯდომებით და ყოველ დღე 15 ჩაჯდომა მაინც გააკეთეთ, სასურველია 15 ჩაჯდომის შემდეგ შეისვენოთ და კიდევ 2-ჯერ გაიმეოროთ იგივე, თუმცა დასაწყისისვის ერთხელ საკმარისია, შემდეგ რაოდენობა ნელ-ნელა მოუმატეთ.
არ დაგავიწყდეთ, გასწორდით წელში და ფეხები მხრების სიგანეზე დადეთ.
პლანკა
პლანკა ყველა ასაკის ქალბატონისთვის საუკეთესო ვარჯიშია, ამ დროს სხეულის ყველა კუნთი იჭიმება და ტონუსში მოდის. გააკეთეთ 1 წუთიანი პლანკა 3-ჯერ და მალე იდეალურ შედეგს მიიღებთ.
ხელების ვარჯიში
ასაკთან ერთად ხელებზე ზედმეტი ცხიმი ჩამოკიდებას იწყებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად საუკეთესო გზა ხელების ვარჯიშია. მიჰყევით სურათზე მითითებულ ინსტრუქციას, ხელში შეგიძლიათ ნებისმიერი ნივთი წყლის ბოთლები ან ჭურჭელი დაიჭიროთ.
ტანის და წელის დროა
წელი ყველაზე პრობლემური ადგილია, ასაკის მატებასტან ერთად წელი სუსტდება, ამიტომ მისი გავარჯიშება არ უნდა დაგვავიწყდეს. სურათზე მითითებული მოძრაობები 10-ჯერ ორ-ორი სიხშირით აკეთეთ, ეს წელის პრობლემებს მოგიგვარებთ
სიარული
სიარულზე უებარი წამალი და ეფექტური ვარჯიში არ არსებობს, უბრალოდ ისეირნეთ ყოველ დილით ან საღამოს 40 წუთი და ჯანმრთელი სხეული გარანტირებული გაქვთ.
წყარო: https://brightside.me
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>