
გასახდომი ქამარი სპეციალური მატერიით შექმნილი ქამარია, რომელიც წელზე, მუცლის ირგვლივ კეთდება და ვარჯიშის დროს გამოიყენება. ქამარი ჰაერს არ ატარებს, თერმორეგულაციის ძლიერი უნარი აქვს და ორგანიზმიდან ოფლს იმაზე მალე გამოდევნის, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში ვარჯიშის დროს.
რა თქმა უნდა,

გასახდომი ქამრის ტარებისას, უმჯობესია, ქალბატონებმა იმაზე მეტი წყალი დალიონ, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში სვამენ და სასურველია, ქამარი კვირაში მხოლოდ რამდენჯერმე გამოიყენონ.
არსებობს ქამრის კიდევ ერთი სახეობა, რომელსაც ორსულობის შემდეგ მალევე, რამდენიმე საათში იკეთებენ. ქამარი ორსულობის შემდეგ მოდუნებულ მუცელს აქრობს, თუმცა ქალბატონების უმეტესობა სასურველ შედეგს ვერ აღწევს, რადგან მუცლის შემცირება მეტაბოლიზმზეა დამოკიდებული, ქამარი კი ხშირად ამ პრობლემას ვერ აგვარებს.

"საორსულე ქამრები" ორსულობის შემდეგ, რამდენიმე დღე გამოიყენება და მშობიარემ დღის უმეტესი მონაკვეთი ქამრით უნდა გაატაროს ან ღამე ქამრით დაიძინოს.
როგორც ფიტნესტრენერები ამბობენ, ქამარი მარკეტინგული სიცრუეა. მუცლის ცხიმს კალორიული დეფიციტი და სწორი ვარჯიში აქრობს, თან ისე, რომ ზედმეტ პრობლემასა და გართულებას არ იწვევს.