"ეს ვარჯიში ოჯახის წევრებთან ერთად შეგიძლიათ გააკეთოთ, იდეალურია კვირაში 3-4 დღე" - ქეთი ხატიაშვილის რჩევები ფორმაში ჩასადგომად

ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი, პროფესიიდან გამომდინარე, ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს, აქტიურად ვარჯიშობს და "ინსტაგრამგამომწერებსაც" ხშირად ანებივრებს სხვადასხვა ყოველდღიური რჩევით.

ამჯერად ქეთიმ საკუთარი ვარჯიშის ვიდეო გამოაქვეყნა და გამომწერებს ასწავლა, თუ როგორ ჩადგნენ ფორმაში ვარჯიშისა და სწორი კვების მეშვეობით.

"ეს ვარჯიშები ოჯახის წევრებთან შეგიძლიათ გააკეთოთ!
ყველა მოძრაობას ვიმეორებთ 15-15-ჯერ.
უკეთესი შედეგისთვის გირჩევთ 2 ან 3 წრეს✅ კვირაში 3-4 დღე იდეალურია ამ ვარჯიშებისთვის.
თუ თქვენი მთავარი მიზანია გახდომა, ვარჯიშთან ერთად აკონტროლეთ კალორიები... დაგუგლეთ, თქვენი წონის და ასაკის შესაბამისად შეგიძლიათ
გამოითვალოთ, ან მეორე ხერხი - 7:00-ის მერე არ ჭამოთ.
აბა, თქვენ იცით", - წერს ქეთი.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93