ფიქრობთ, რომ დიეტა აუცილებლად ტანჯვასთან და შიმშილობასთან უნდა იყოს დაკავშირებული? მაშინ თქვენ არ გსმენიათ ცილოვანი დიეტის შესახებ. ცილოვანი დიეტის დაცვის პერიოდში თქვენ მოგიწევთ ხშირად და ნოყიერად კვება. ამასთან, ზედმეტ წონასაც დაკარგავთ. თუ ზამთარში მომატებული კილოგრამების დაკლება გსურთ, ცილოვანი დიეტა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. მოდით, დიეტის პრინციპში დეტალურად გავერკვეთ.
ცილა წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი „მშენებელი“ ელემენტია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ამიტომ, მაღალი რაოდენობის ცილების შემცველი დიეტა ძალიან პოპულარულია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ცილის დეფიციტის დროს კუნთოვანი მასა იწყებს შემცირებას, ნელ-ნელა იცვლება ცხიმით, ქვეითდება იმუნიტეტი და სტრესისადმი მდგრადობის კოეფიციენტი; სწრაფად ჩნდება დაღლილობის შეგრძნება, შესამჩნევად უარესდება კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობა. ნორმის ფარგლებში, ადამიანს 24 საათის მანძილზე, 1 გრამი სუფთა ცილა სჭირდება, წონის ყოველ კილოგრამზე.
ცილოვანი დიეტა ემყარება შემდეგ პოსტულატებს:
ცნობილია, რომ ნახშირწყლები ენერგიის მთავარი წყაროა. როდესაც მას რაციონიდან ამოიღებენ, ორგანიზმი იწყებს გლიკოგენის დაწვას, შემდეგ - ცხიმების.
ცილოვანი დიეტის დროს საკვები მცირე ულუფებით უნდა მიიღოთ, ყოველ 2,5-3 საათში, დღეში 5-6-ჯერ. ამასთან, ყოველდღიურად უნდა დაკავდეთ ფიტნესით.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ პროდუქტების ხარისხს. ნახევარფაბრიკატები და გაყინული პროდუქტები უნდა გამორიცხოთ რაციონიდან, რადგან მათში ყოველთვის არ გამოიყენება პირველი ხარისხის ხორცი და ცხიმი. ამას გარდა, მათში შედის მცენარეული და ქიმიური დანამატები, კონსერვანტები, საღებავები, არომატიზატორები და ა.შ.
უპირატესობა უნდა მიანიჭოთ უცხიმო ნედლ ხორცს, ფრინველს და თევზს, რადგან ლიპიდების სიმრავლე ხელს უშლის ცილის სრულ ათვისებას. „ნოსტეს“ ნედლი ქათამი კასპის საწარმოებიდან, მაღალი ხარისხისაა და საჭირო რაოდენობის ცილებს შეიცავს. ის იდეალურია ცილოვანი დიეტის დროს. მისი შეძენა შეგიძლიათ „ნოსტეს“ მაღაზიათა ქსელში, ასევე - „ფრესკოში“.
ყველაზე ხშირად ცილოვან დიეტას იცავენ 5-7 დღე. მისი გამეორება თვეში ერთხელ შეიძლება. იმ შემთხვევაში, თუ დაღლილობის შეგრძნება და ძილიანობა გაგიჩნდათ, გაზარდეთ ნახშირწყლების რაოდენობა.
ნებისმიერი დიეტიდან ნელ-ნელა უნდა გამოხვიდეთ, რომ დაკლებული კილოგრამები ისევ არ დაბრუნდეს. პირველ რიგში, ნუ გაზრდით მკვეთრად პორციების მოცულობას. დიეტამდე გამორიცხული პროდუქტები ნელ-ნელა უნდა დააამატოთ რაციონში. მოერიდეთ ტკბილეულს და ცომეულს. აჯობებს, გაზარდოთ ხილისა და ბოსტნეულის რაოდენობა. ასევე - ბურღულეულის. განაგრძეთ უცხიმო ხორცის, ქათმის მკერდის, თევზისა და რძის პროდუქტების მიღება.
ცილოვანი დიეტის უპირატესობა ისაა, რომ საშუალებას გაძლევთ, მოიცილოთ 3-5 კგ რამდენიმე დღეში, შიმშილის გარეშე, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს დიეტა უნდა დაიცვათ ფრთხილად და მცირე ხნით.
გისურვებთ ჯანმრთელობას!