მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ის გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და დასმულ კითხვებსაც ხშირად პასუხობს. ამჯერად, "ინსტაგრამსთორის" საშუალებით, მანიკამ წონის კლების საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა. როგორც ტელეწამყვანი ამბობს, გასულ წელს, პანდემიის დაწყებიდან ძალიან მალე, მან წონაში მოიმატა, რამაც ვარჯიშისა და სწორი კვებისკენ უბიძგა.
ამ დროიდან მოყოლებული, მანიკა კვირაში 5-ჯერ საათ-ნახევრის განმავლობაში ვარჯიშობს, იღებს საჭირო რაოდენობის წყალს და ცდილობს, ჯანსაღად იკვებოს. ამ რეჟიმის წყალობით მან, დაახლოებით, 12 კილოგრამი დაიკლო. მათ, ვინც ვარჯიშს ვერ ახერხებს, მოდელი 18-საათიანი შუალედის დაცვასა და სითხის სწორად მიღებას ურჩევს: „ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ 500 მლ წყალი, ჭამის შემდეგ კი 2 საათის განმავლობაში არ მიიღოთ სითხე - ძალიან კარგი ეფექტი აქვს“ - ამბობს მანიკა.