ალკანური დიეტა - იგრძენით თავი 50 წლის ასაკში 20 წლის გოგოდ, ვიქტორია ბექემისა და ჯენიფერ ენისტონის მსგავსად

ალკანური დიეტა - იგრძენით თავი 50 წლის ასაკში 20 წლის გოგოდ, ვიქტორია ბექემისა და ჯენიფერ ენისტონის მსგავსად
ალბათ, არაერთხელ გიფიქრიათ, როგორ ინარჩუნებენ ფორმებს, გლუვ კანსა და მუდმივად ახალგაზრდულ იერს ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ვარსკვლავები. შესაძლოა, ისიც გითქვამთ, რომ ეს გენეტიკის ან ძვირადღირებული პროცედურების შედეგია, თუმცა ვიქტორია ბექემი, ჯენიფერ ენისტონი,გვინეტ პერტლოუ და კირსტენ დანსტი ამტკიცებენ, რომ სწორი კვებით ყველა ქალს შეუძლია გამოიყურებოდეს ვარსკვლავივით! ეს ყველაფერი კი ალკანური დიეტის წყალობითაა შესაძლებელი.

ცნობილი სახელმძღვანელოს, Honestly Healthy Alkaline Programme-ის ავტორებმა, ექიმ-ნუტრიციონისტება, ვიკი ეჯსონმა და ნატაშა კორეტმა დაადგინეს, რომ სილამაზისა და ახალგაზრდობის მთავარი საიდუმლო ორგანიზმში PH ბალანსის
დაცვაა.
ითვლება, რომ სხეული გამართულად ფუნქციონირებს, როცა ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი ბალანსი შენარჩუნებულია. მომატებული მჟავიანობა მეტაბოლური პროცესის დარღვევის მიზეზი შეიძლება გახდეს, რაც გამოიხატება მინერალების დეფიციტით, ცხიმის დაგროვებით, იმუნური სისტემის მოშლით, თმისა და კანის მდგომარეობის გაუარესებითა და სხვ. დღეს, როცა გარემოცა და საკვებიც დაბინძურებულია უამრავი მავნე ნივთიერებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ და ვაკონტროლოთ ჩვენი კვების რაციონი როგორც გარეგნული, ისე შინაგანი სიალამაზისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ალკანური დიეტა არ გულისხმობს განსაკუთრებულ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, თქვენ არ მოგიწევთ უარი თქვათ საყვარელ პროდუქტებსა და საკვებზე, დაგჭირდებათ მხოლოდ ერთი მარტივი წესის გათვალისწინება: თქვენ მიერ მიღებული საკვების პროპრციულობა გადაანაწილეთ შემდეგნაირად: 20% მჟავიანობის შემცველი, 80%- ტუტოვანი პროდუქტები.

იმისთვის, რომ ორგანიზმში PH ბალანსის დარღვევა და ზედმეტი მჟავიანობა თავიდან აირიდოთ, არ მიიღოთ დიდი რაოდენობით ხორცი, მათ შორის, საქონლის, ღორის, ქათმის ხორცი, ღვიძლი, ზღვის თევზი და მიდიები. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სიმინდის ზეთის, კარაქისა და მარგარინის, ასევე, ალკოჰოლის, გაზიანი და ნაყიდი წვენების მიღებას. მოერიდეთ მაღალპროცენტიანი რძის, ნაღებისა და ხაჭოს, ასევე, თაფლის, შოკოლადისა და შაქრის შემცვლელების ყოველდღიურ გამოყენებას. მნიშვნელოვანია, რომ შეამციროთ კონსერვების, ნახევარფაბრიკატების, ფასთფუდის, თეთრი ფქვილის ნაწარმის რაოდენობაც. ეს გრძელი ჩამონათვალი ნუ შეგაშინებთ, რადგან ალკანური დიეტა არ გულისხმობს მათ აკრძალვასა და რაციონიდან სრულად ამოღებას. მიირთვით თქვენთვის საყვარელი კერძები, უბრალოდ გააკონტროლეთ ზემოთმოყვანილი პროდუქტების შემცველობა მათში.
ამასთან, PH ბალანსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ ბოსტნეული (გარდა კარტოფილისა), ავოკადო, ლაიმი და ლიმონი, წიწიბურა, შვრია, ქერი, ბარდა, ლობიო, ნუში, მზესუმზირა გოგრის თესლი, ასევე, ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთი და სელის ზეთი.
ალკანურ დიეტას კონკრეტული ვადები არ გააჩნია, დაიცავით ის მთელი წლის განმავლობაში, ნუ მიაყენებთ ორგანიზმს სტრესს ზედმეტი აკრძალვებით ან, პირიქით, ზედმეტი დატვირთვით. ეცადეთ, დააბალანსოთ ტუტე-მჟავიანობა და თქვენ აუცილებლად იგრძნობთ, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია!


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93