„100 კგ-დან 63-მდე ჩამოვედი“ - 23 წლის ბათუმელი გოგონა, რომელმაც 1 წელში 37 კგ დაიკლო

„100 კგ-დან 63-მდე ჩამოვედი“ - 23 წლის ბათუმელი გოგონა, რომელმაც 1 წელში 37 კგ დაიკლო
სოციალურ სივრცეში გავრცელდა ფოტო, რომელმაც ძალიან დიდი ყურადღება მიიქცია. გოგონა, რომელმაც 37 კილო თავისი ცოდნითა და შემართებით დაიკლო, 23 წლის მარიამია, ცხოვრობს ბათუმში და სწავლობს იურიდიულ ფაკულტეზე. იგი მოგვიყვება თავის ისტორიას და გაგვიზიარებს რჩევებსა და გამოცდილებას.

ყველა გააოცა შენმა ფოტომ, რა იყო შენი საწყისი წონა და რა ფაქტორმა განაპირობა წონის მატება?

100 კგ იყო საწყისი წონა, ჩამოვედი 63 კილოზე. ჩემს შემთხვევაში იყო გენეტიკური ფაქტორი და ჰორმონალური დარღვევა.


რა გახდა შენთვის მოტივაცია წონაში კლებისთვის?

ადამიანები მაფასებდნენ
ვიზუალური მხრიდან, ამაზე გული მტკიოდა ყოველთვის, არ ვიყავი სასურველი და საინტერესო. ჩემი გარეგნობა ჩემს შინაგანს ფარავდა. ერთ–ერთი მოტივაცია კონკრეტული ადამიანებისთვის იმის დამტკიცება იყო, რომ ძალიან მაგარი გავხდებოდი. ამან უფრო მეტი მოტივაცია მომცა. როდესაც ამ შედეგს მივაღწიე და ჩემი ოცნებაც ასრულდა, გამოჩნდნენ ის ადამიანებიც, რომლებმაც ერთ დროს ჩემზე უარი თქვეს.

შარშან, როდესაც კარანტინი გამოცხადდა, ერთ დღესაც გავიღვიძე და ვუთხარი ჩემს თავს – მარიამ, ცვლილებების დროა! ჩამოვტვირთე აპლიკაცია, დავიწყე 15-წუთიანი ვარჯიშები. მთელი ბავშვობა პუტკუნა ვიყავი და ცოტათი ვიჩაგრებოდი. ცოტა კომპლექსები ახლაც მაქვს, მაგრამ ნელ–ნელა ამასაც დავძლევ. მოტივაციად იქცა ლამაზი გოგონების ფოტოები; ვხედავდი ირგვლივ ადამიანებს, რომლებიც ძალიან მომხიბვლელად გამოიყურებოდნენ და მინდოდა მეც მათსავით კარგად მეგრძნო თავი. ასევე - დედა, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას და დიდ მოტივაციას მაძლევს.

გაგვიმხილე საიდუმლო, როგორ მიხვედი ამ შედეგამდე?

ეს ერთი წელი ჩემს თავზე მორგებული იყო. ვფიქრობდი, რომ კონკრეტული დიეტა სტრესს უფრო გამოიწვევდა. მართალია, მთავარი არის კვება, მაგრამ 5 თვე დავდიოდი ფეხით, შემდეგ კარდიოვარჯიშებიც ჩავრთე. ვარჯიში უმნიშვნელოვანესია. მხოლოდ შემდეგ დავიწყე საკვების კონტროლი. წყალი გახდა უახლოესი მეგობარი ჩემთვის, დილა იწყება 1 ჭიქა წყლით. ერთიანად არ ამომიღია საკვები, ყველაფერი ეტაპობრივად მოხდა. სხვანაირად ალბათ ვერც შევძლებდი. მოვიძიე სხვადასხვა ინფორმაცია, ვეკითხებოდი სხვებსაც. თუ არ გინდათ მოტივაცია დაგივარდეთ, ფოტოები გადაიღეთ კვირიდან კვირამდე და შეადარეთ. სწორედ ასე ვაკეთებდი მე, ყველა დეტალს ვაკვირდებოდი. ვიწონებოდი 3 კვირაში ერთხელ და ვინიშნავდი. ორგანიზმს უნდა მოუსმინოთ, სხვანაირად კლება ვერ მოხდება. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ფსიქოლოგიურ განწყობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. 

იხილეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93