დაიღალეთ დიეტებით, რის შემდეგაც უფრო მეტად იმატებთ წონაში? უკვე ზაფხულია, საცურაო კოსტიუმების სეზონი გაიხსნა! როგორ დავიკლოთ წონაში და გავხდეთ გამხდარი? ჩვენი პასუხია - კარტოფილის ჭამით! დიახ, სწორედ კარტოფილი და სახამებლის შემცველი სხვა საკვები დაგეხმარებათ წონაში დაკლებაში.
ჯონ მაკდუგალი თავის წიგნში „სახამებლის ენერგია“ გვთავაზობს სახამებლის შემცველ დიეტას, რომელიც მარტივი და ეფექტურია. მისი არსი არის სახამებლიანი საკვების მიღება და ცოტა ხნით ხორცსა და რძეზე უარი თქმა.
"ჩვენ შევეჩვიეთ ხორცის უზარმაზარი ულუფებით მიღებას. ჩვენი სადილი და ვახშამი არ არის ერთკერძიანი. ჩვენ გვიყვარს სუში, ხშირად მივირთმევთ "მაკდონალდსს", შაბათ-კვირას ბუნებაში გავდივართ მწვადების მოსამზადებლად. ეს ყველაფერი კი ჩვენს ორგანიზმზე უარყოფითად აისახება", - ნათქვამია წიგნში.
ხორცი მდიდარია ცხოველური ცხიმებით, ცილებით, ქოლესტერინით და საკვები მჟავებით, რომელთა დამუშავებაც ჩვენს ორგანიზმს უჭირს. ცხოველური ცილის ჭარბი მიღება თირკმელებსა და ღვიძლს ამძიმებს. ჭარბი წონის ბრალია გულის პრობლემებიც. ქოლესტერინი ახშობს სისხლძარღვებს. ინფარქტები, ინსულტები და კიბოს განვითარებაც სწორედ ჩვენი არაჯანსაღი კვების გამო ხდება.
სახამებლის შემცველი დიეტის დადებითი მხარეები
სახამებლის შემცველი დიეტა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანის გარეგნულ მდგომარეობას. თუ მუწუკები გაწუხებთ, დიეტის დროს ისინი უკვალოდ ქრებიან. თმა ხდება პრიალა და რბილი. ფრჩხილები აღარ მოგტყდებათ და სხეული გამოჯანმრთელდება. გულის, ღვიძლის, თირკმელების, სახსრებისა და საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები თანდათან ქრება.
ამ დიეტის მქონე ადამიანები ბევრად უფრო აქტიურები, მობილურები ხდებიან და თავს უფრო ახალგაზრდულად გრძნობენ.
ბოსტნეულის სახამებელი და დიეტური საკვები დაბალკალორიულია, ძალიან ნოყიერია და დაუყოვნებლივ გარდაიქმნება ენერგიად, ცხიმში არ გადადის. სახამებელი არის რთული ნახშირწყლები და მუცელში დაშლას ძალიან დიდი დრო სჭირდება. ამიტომ კმაყოფილების გრძნობა ჩვენთან უფრო დიდხანს რჩება, ვიდრე ხორცისა თუ ტკბილი ღვეზელის ჭამისას. თქვენ ნამდვილად არ მოგიწევთ შიმშილი და წონა სწრაფად დაეცემა, რადგან სხეულს აღარ სჭირდება ცხიმის მარაგი.
რა შეიძლება შევიტანოთ დიეტაში?
სხვა დიეტებისგან განსხვავებით, ამ დიეტის დროს არ გჭირდებათ საკუთარი თავის შეზღუდვა საჭმლის რაოდენობით. ჭამე მანამ, სანამ არ იგრძნობ სისავსეს. სახამებლის დიეტა წარმატებულია იმიტომ, რომ ამ დროს შიმშილს ვერ გრძნობთ. დიეტის კიდევ ერთი აშკარა პლუსი არის ის, რომ არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებული პირობების დაცვას. მაგალითად, დღიურის შენახვას, კალორიების დათვლას ან ჭამას კონკრეტულ დროში.
მთავარი წესი ის არის, რომ საკვები უნდა შედგებოდეს სახამებლისგან - წიწიბურა, კარტოფილი, ბრინჯი, ოსპი და ა.შ. დიეტა აუცილებლად შეავსეთ ბოსტნეულით, ხილით, კენკრით. გამოიყენეთ სანელებლები, უცხიმო სოუსები, რომ თქვენი კვება საინტერესო და მრავალფეროვანი გახდეს. მოამზადეთ და შეურიეთ საკვები ისე, როგორც გსურთ. ყველაფერი შენს გემოვნებაზეა.
დიეტის დროს ეს საკვები რაციონიდან უნდა გამორიცხოთ:
შეიტანეთ დიეტაში სახამებლის შემცველი ბოსტნეული: