ჯენიფერ ენისტონის დიეტა, რომელიც თეთრი ფერის საკვებს კრძალავს

ჯენიფერ ენისტონის დიეტა, რომელიც თეთრი ფერის საკვებს კრძალავს
თუკი სოციალურ ქსელში ჯენიფერ ენისტონის გვერდს თვალს ადევნებთ, გეცოდინებათ, რომ ის 52 წლისაა, თუმცა მსახიობი ამტკიცებს, რომ ზოგჯერ ასაკი მხოლოდ ციფრებია. მის შესანიშნავ ვიზუალსა და ფიგურას ბევრი უსვამს ხაზს, თავად ჯენიფერი კი არ მალავს, რომ ეს არა გენეტიკის, არამედ დიეტებისა და ვარჯიშის დამსახურებაა.


ჯენიფერ ენისტონი არაერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ მას საკუთარი თავის მართვა შეუძლია და კვების რაციონსაც მარტივად აკონტროლებს. კითხვაზე, რას მიირთმევს სტრესის დროს, ის პასუხობს, რომ „ჩიფსებსა და M&M-ს, თუმცა მხოლოდ ერთ ცალს და
არასდროს უფრო მეტს. „ვიცი, რომ ეს ჩემი ორგანიზმისთვის კარგი არ არის. ამიტომ თავს მაქსიმალურად ვაკონტროლებ“ - ამბობდა ის. მსახიობმა ასევე აღიარა, რომ ზომიერად სვამს ალკოჰოლს და არასოდეს სინჯავს "ეგზოტიკურ" კოქტეილებს. მისი ფავორიტებია სუფთა, უშაქრო მარგარიტა ან მარტინი.



ჯენიფერ ენისტონი აქტიურადაა დაკავებული სპორტითაც. გასულ წელს მას ტეავმა ჰქონდა. ამიტომ მხოლოდ პილატესის ვარჯიშს ახერხებდა, ახლა კი ამბობს, რომ საკუთარ 15-15-15 პროგრამას უბრუნდება, რაც ელიფსულ ტრენაჟორზე 15 წუთის განმავლობაში ვარჯიშს გულისხმობს. „მე მჭირდება, რომ ვმოძრაობდე, ენერგიას ვხარჯავდე, თუნდაც ეს 10 წუთით ბატუტზე ხტუნვა იყოს“ - განმარტავს მსახიობი.



ყველაზე მთავარი, რაშიც ჯენიფერ ენისტონს ბევრმა მიბაძა, კვების სტილია - მსახიობი უარს ამბობს კარტოფილზე, მარილზე, შაქარზე, თეთრ ბრინჯზე, მაკარონზე, ყველანაირ ცომეულზე, იუგურტსა და ნაყინზე, ანუ იმ საკვებზე, რომელთა ხშირი გამოყენებაც ანადგურებს ორგანიზმში კოლაგენს და იწვევს ნაოჭების გაჩენას, წონაში მატებასა და ცელულიტს.





FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93