„თუ ახლა იმაზე მეტს ვჭამ, ვიდრე ადრე...“ - 33 წლის ადელი ამხელს, როგორ დაიკლო 45 კგ 2 წელიწადში

„თუ ახლა იმაზე მეტს ვჭამ, ვიდრე ადრე...“ - 33 წლის ადელი ამხელს, როგორ დაიკლო 45 კგ 2 წელიწადში
ბრიტანელი მომღერალი ადელი, რომელიც 6-წლიანი პაუზის შემდეგ სცენას აქტიურად დაუბრუნდა, პირველად ჰყვება იმის შესახებ, თუ როგორ დაიკლო 45 კილოგრამი.


ადელის საოცარი ტრანსფორმაციის შესახებ პირველად 2019 წელს შეიტყო საზოგადოებამ, როდესაც მომღერალმა "ინსტაგრამზე" ფოტო გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოში მხოლოდ სახე ჩანდა, აშკარა იყო, რომ მომღერლის გარეგნობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამას მოჰყვა 32 წლის დაბადების დღეზე გადაღებული ფოტო 2020 წელს, რომელშიც ადელის იდეალური ფორმები კარგად გამოჩნდა.

იმავე წელს ადელმა ერთ-ერთი იუმორისტული შოუს მონოლოგი ამ სიტყვებით დაიწყო: "ვიცი, რომ
სხვანაირად გამოვიყურები... მაგრამ, რეალურად, ეს ყველაფერი კოვიდრეგულაციების გამოა. მსუბუქად უნდა მემგზავრა და ჩემი მხოლოდ ერთი ნახევრის მოყვანა შემეძლო, მე კი ეს ნახევარი ავირჩიე“, - თქვა ადელმა.

2021 წელს, თავის 33-ე დაბადების დღეზე, ადელმა კიდევ ერთხელ გააოცა თავისი გულშემატკივრები და მთელ მსოფლიოს ერთი შეკითხვა გაუჩნდა: როგორ მიაღწია ადელმა ასეთ ფორმებს?

ადელის საოცარი ფორმები, პირველ რიგში, მისი ვარჯიშის რეჟიმის დამსახურებაა. ბრიტანული „ვოგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ადელი ამბობს, რომ კარანტინის პერიოდში კვირაში სამჯერ ვარჯიშობდა - დილას ვარჯიშით იწყებს, შუადღეს სეირნობს ან კრივით კავდება, საღამოს კი კარდიოვარჯიშებს უთმობს. სახლის ვარჯიშების გარდა, ადელი ფიტნესდარბაზებსაც ხშირად სტუმრობს.

გააგრძელეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93