საახალწლოდ მზადება იშვიათად შემოიფარგლება მხოლოდ საჩუქრების შეძენითა და საუკეთესო კაბის არჩევით. ყველაზე ხშირად ფიტნეს-კლუბებსა და სპორტულ დარბაზებს ქალები სწორედ ამ პერიოდში სტუმრობენ. წელს პანდემიის გამო თავშეყრის ადგილებს ბევრი ადამიანი ერიდება. თუკი თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ, გთავაზობთ 5 მარტივ და ეფექტურ ვარჯიშს, რომელთა წყალობითაც ახალი წლისთვის იდეალურ ფორმაში ჩადგებით.
1. ძლიერი სხეულისთვის
საწყისი პოზიცია: დადექით ნახევრად ფეხის თითებზე. მენჯი მიმართულია ზემოთ, მუხლები ოდნავ მოხრილი, ზურგი სწორი. ამოსუნთქვისას გასწორდით წელში, სწორ პოზიციაზე, ხელები კი მხრის გასწვრივ მყარად გეჭიროთ. დინამიკურად გადადით საწყის პოზიციაზე. გაიმეორეთ ეს მოძრაობა 15-ჯერ.
2. მკვრივი დუნდულებისთვის
საწყისი პოზიცია: მარცხენა ფეხი წინ, მუხლი 90 გრადუსით მოხრილი, მარჯვენა ფეხი სწორად გვიდგას უკან. ფეხების პოზიციის შეცვლის გარეშე, დაიწყეთ მხრის პირების უკან დაბრუნება და საწყის პოზიციაზე დაბრუნება. გაიმეორეთ 10-ჯერ თითოეულ მხარეს.
3. ბალანსისთვის
საწყისი პოზიცია: ვდგებით ოთხზე, ხელები მხრის ქვეშაა. დინამიკაში, ჩასუნთქვისას, ასწიეთ გაჭიმული მარცხენა ფეხი უკან, ამოსუნთქვისას მუხლი მიიტანეთ მკერდთან. შეეცადეთ, არ მოიხაროთ ზურგის ქვედა ნაწილში. კისერი არ დაძაბოთ, იყურეთ ქვემოთ. გაიმეორეთ ეს მოძრაობა 15-ჯერ თითოეულ ფეხზე.
4. ჯანსაღი ზურგისთვის
საწყისი პოზიცია: დადექით მუხლებზე, ზურგი გასწორებულია. გაშალეთ ხელები წინ და ნაზად დახარეთ ტანი უკან მაქსიმალურად. შეეცადეთ, არ დაიხაროთ ზურგის ქვედა ნაწილში. დაუბრუნდით საწყის პოზიციას. გაიმეორეთ 10-15-ჯერ.
5. რელიეფური პრესისთვის
საწყისი პოზიცია: დაწექით ზურგზე, გადაიტანეთ მარჯვენა ბარძაყი მარცხნივ, მარცხენა ხელით დაიჭირეთ მარჯვენა ხელი. დინამიკურად შეახეთ იდაყვები მუხლებს. გაიმეორეთ 15-ჯერ თითოეულ მხარეს.
თუ გაგიჭირდებათ ყველა ვარჯიშის ერთდროულად შესრულება, უბრალოდ შეამცირეთ გამეორებების რაოდენობა. ყურადღება გაამახვილეთ თქვენს ფიზიკურ მდგომარეობასა და სუნთქვაზე. არ გადატვირთოთ თავი პირველსავე დღეს, არამედ შეეცადეთ დაიცვათ რეჟიმი - ეს არის სტაბილურობა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, მიაღწიოთ სასურველ შედეგს!