როგორ ვიკვებოთ კეტოდიეტის დროს - იხილეთ ერთი კვირის მენიუ

როგორ ვიკვებოთ კეტოდიეტის დროს - იხილეთ ერთი კვირის მენიუ
კეტოდიეტა, ანუ კეტოგენური დიეტა, არის კვების რეჟიმი ნახშირწყლების დაბალი და ცხიმების მაღალი შემცველობით. რაციონში შედის ცილები, მაგრამ განსაზღვრული რაოდენობით.

კეტოდიეტის სახელი უკავშირდება იმ ნივთიერებას, რომელსაც ამ დიეტის დაცვისას ორგანიზმი გამოიმუშავებს.
კეტოდიეტის მთავარი მიზანი ნახშირწყლების შემცირებაა. მათი უკმარისობის დროს ორგანიზმი ცხიმების დაწვას იწყებს, რის ხარჯზეც ზედმეტი კილოგრამები ქრება, ხოლო კუნთის მასა არ ზიანდება.


რომელი პროდუქტები უნდა ჩართოთ კვების რაციონში:

• ხორცი: სტეიკი, შაშხი, სოსისი, ბეკონი, ქათამი და ინდაური;
თევზი: ორაგული, სკუმბრია, ქაშაყი;
• ზღვის პროდუქტები;
კვერცხი;
• კარაქი და არაჟანი;
• ყველი: ჩედარი, ნაღების, მოცარელა, ფეტა, თხის ან ლურჯი ობიანი ყველი;
• თხილეული;
• ზეითუნის, ქოქოსის და ავოკადოს ზეთი;
• ავოკადო და გუაკამოლე;
• დაბალნახშირწყლოვანი ბოსტნეული: მწვანე ბოსტნეულის უმეტესობა, პომიდორი, ხახვი, წიწაკა;
• სანელებლები: მარილი, პილპილი, სანელებლები და მწვანილი.

როგორი ხორცი უნდა შეიტანოთ მენიუში

კეტოდიეტისთვის ხორცის შერჩევის მთავარი წესია - შეარჩიოთ ისეთი სახეობის ხორცპროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავს და დაგეხმარებათ დაიცვათ სწორი პროპორცია: ცხიმი არანაკლებ 70%-ისა, ცილა - 25% და ნახშირწყლები - 5-10%-მდე. აირჩიეთ ცხიმიანი ხორცი, რომელიც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ეს კი უფრო აადვილებს წონის დაკლებას.

ღორის ხორცისგან მომზადებული პროდუქტები ძალიან მნიშვნელოვანი ინგრედიენტია კეტოდიეტაში. აუცილებელია მათი სწორად შერჩევა, შემადგენლობის გათვალისწინება, ნახშირწყლებისა და ცხიმების ბალანსი. გაითვალისწინეთ, რომ ისეთი პროდუქტები უნდა შეარჩიოთ, რომლებშიც მაქსიმალურად დაბალი იქნება ნახშირწყლების შემცველობა.

„ნიკორას“ მიერ წარმოებული პროდუქტების ასორტიმენტის მაგალითზე რომ განვიხილოთ, ამ მხრივ იდეალურია შემდეგი პროდუქტები:

• „ნიკორას“ ღორის შაშხი - ნახშირწყლები 0,1 გ. ცხიმი 14,7 გ.
• „ნიკორას“ „შეიკა“ - ნახშირწყლები 0,2 გ. ცხიმი 18, 9 გ.
• „ნიკორას“ შაშხი ბეკონი - ნახშირწყლები 0,1 გ. ცხიმი 26,7 გ.
• სოსისებიდან აირჩიეთ - „მიუნხენური“ - ნახშირწყლები 0,1 გ. ცხიმები 12 გ.

პროდუქტის შეძენისას გაეცანით ინფორმაციას კვებით ღირებულებებზე და ისე დაგეგმეთ თქვენი მენიუ.


გიზიარებთ მენიუს ერთ კვირაზე, დღეების მიხედვით
გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ გთავაზობთ ერთი კვირის მენიუს, გაწერილს დღეებისა და კვების მიხედვით. აქვე ვიზუალურად გიზიარებთ, რომელი პროდუქტების მიღებაა მიზანშეწონილი საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე, რათა მომავალში თავად შეადგინოთ თქვენზე მორგებული დიეტა.

ორშაბათი

• საუზმე: ბეკონი, კვერცხი, პომიდორი.
• სადილი: ქათმის სალათა „მოცარელათი“ და ზეითუნის ზეთით.
• ვახშამი: ორაგული და სატაცური ზეთში.


სამშაბათი

• საუზმე: ათქვეფილი კვერცხი „მოცარელათი“, 1 ნაჭერი ღორის შაშხი, პომიდორი, რეჰანი.
• სადილი: ხორცის ბურთულები, ყველი და ბოსტნეული.
• ვახშამი: ნუშის რძის კოქტეილი, არაქისის კარაქი და კაკაო შაქრის შემცვლელით.

ოთხშაბათი

• საუზმე: რძის კეტოკოქტეილი - მაგალითად, არაქისის კარაქით ან მარწყვით.
• სადილი: კრევეტების სალათა ავოკადოსა და ზეითუნის ზეთით.
• ვახშამი: 2 ცალი შემწვარი სოსისი „მიუნხენური“ კვერცხით, ბროკოლი, ბოსტნეულის სალათა „მოცარელათი“.


ხუთშაბათი

• საუზმე: ათქვეფილი კვერცხი ავოკადოსთან, ბულგარულ წიწაკასთან, ხახვთან და სანელებლებით.
• სადილი: ნიახურის ჩხირები სალსათი და ახალი გუაკამოლით.
• ვახშამი: ქათამი პესტოს სოუსში ნაღების ყველით და ახალი ბოსტნეულით.

პარასკევი

• საუზმე: იოგურტი არაქისის კარაქით, კაკაო და დამატკბობელი.
• სადილი: საქონლის ხორცი ქოქოსის ზეთში, ბოსტნეულით.
• ვახშამი: ბურგერი ბეკონით, „მოცარელათი“ და კვერცხით.


შაბათი

• საუზმე: სოკოს ომლეტი ლორით „შეიკა“ და ყველით.
• სადილი: ქაშაყის ფილე, თხილი.
• ვახშამი: კვერცხი და 2 ც სოსისი „მიუნხენური“.

კვირა

• საუზმე: ათქვეფილი კვერცხი ბეკონითა და სოკოთი.
• სადილი: სტეიკი, სალათა, კვერცხი.
• ვახშამი: ბურგერი ღორის შაშხით, სალსათი, ყველითა და გუაკამოლით.
კეტოდიეტა არ ითხოვს კალორიების გამუდმებულ თვლას, აჩენს დანაყრების შეგრძნებას, აჩქარებს ცხიმების წვის პროცესს და მათ გაჩენას ეწინააღმდეგება.


თქვენ თუ გიცდიათ ამ დიეტის დაცვა?



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ხათო
გამარჯობათ გოგოებო,ხვალიდან ვიწყებ ამ დიეტას,კომენტარები წავიკითხე და სტიმული მომეცა,იმედია მეყოფა ნებისყოფა,ცარ 30 წლის და 78 კილო,მესამე ორსულობის შემდეგ ვერ დავიკელი,ვნაზოთ როგორი შედეგი მექნება,დავწერ აუცილებლად
18:56 / 02-02-2022
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93