საუკეთესო რჩევები დიეტოლოგისგან - როგორ ვიკვებოთ ზამთარში ისე, რომ წონაში არ მოვიმატოთ

საუკეთესო რჩევები დიეტოლოგისგან - როგორ ვიკვებოთ ზამთარში ისე, რომ წონაში არ მოვიმატოთ
ზამთარში, განსაკუთრებით, არდადეგების დროს, ტკბილსა და უსარგებლო საჭმელს უფრო ხშირად მივირთმევთ. ამიტომ ახალი წლის შემდეგ ბევრი ჩვენგანი ვეღარ ირგებს საყვარელ ჯინსს. არსებობს გამოსავალი: უნდა შეიმუშაოთ თქვენზე მორგებული კვების რეჟიმი ზამთრისთვის.
მარინა ბესონოვამ, დიეტოლოგმა, კვების სპეციალისტმა და დაბალანსებული ცხოვრების წესის ექსპერტმა განმარტა, როგორ ვიკვებოთ სწორად ზამთარში, რათა წონაში არ მოვიმატოთ და როგორ ჩავანაცვლოთ ტკბილეული.

რატომ გვინდება ტკბილეული უფრო ხშირად ზამთარში
დაკვირვებიხართ, რომ ზამთარში ტკბილეულის მიღების სურვილი მძაფრდება? შეგვიძლია საათობით ვისხდეთ სავარძელში ტკბილი პლედით და მივირთვათ ჯანჯაფილის
ორცხობილები, საახალწლო ნამცხვრები და ნუგბარი. ეს განპირობებულია არა მხოლოდ ზამთრის განსაკუთრებული ატმოსფეროთი, არამედ ჩვენი ფიზიოლოგიითაც.

ზამთარში ჩვენი სხეული რთავს „ენერგოდაზოგვის“ რეჟიმს, რადგან არ არსებობს ენერგიის წყაროები საკმარისი რაოდენობის მზისა და სითბოს სახით და ის ეძებს სხვებს. როგორ ფიქრობთ, რომელია ყველაზე ხელმისაწვდომი? რა თქმა უნდა, საკვები! აქ კი ჩვენი ორგანიზმი „ცბიერია“, რადგან ენერგიის მიღების ყველაზე სწრაფი გზა მარტივი ნახშირწყლებია.

აქედან გამომდინარეობს შოკოლადის, ნამცხვრებისა და სხვა მაღალკალორიული, მაღალი გლიკემიური საკვებისადმი ლტოლვა. მარტივი ნახშირწყლები ორგანიზმს ენერგიით მხოლოდ მცირე ხნით, რამდენიმე საათით ამარაგებს, შემდეგ კი კვლავ გვიჩნდება ტკბილეულის მიღების სურვილი. ცხადია, მომატებული კილოგრამები და სანტიმეტრები წელის გარშემო სწორედ ამის დამსახურებაა.

საუკეთესო რჩევები ზამთარში წონის შესანარჩუნებლად
რთულია, ფიზიოლოგიას შევეწინააღმდეგოთ და უარი ვთქვათ ტკბილეულზე, თუმცა სავსებით შესაძლებელია, ვაკონტროლოთ ჩვენი კვების რაციონი. მაგალითად, მოამზადეთ ორცხობილები და ნამცხვრები სახლში, გამოიყენეთ ბრინჯის, წიწიბურას ფქვილი. ტკბილეული ჩაანაცვლეთ ბუნებრივი შემცვლელებით, მაგალითად, კენკრით, ჩირით.
მეტი მწვანილი - ბოჭკოების, ანტიოქსიდანტების, მინერალებისა და ვიტამინების წყაროა! ნუ დაგავიწყდებათ, რომ ქინძი, კამა, ისპანახი, რუკოლა შესანიშნავად ავსებს ძირითად კერძებს და სალათის შეუცვლელი ნაწილია, რაც ორგანიზმს დამატებითი ენერგიითა და ვიტამინებით ავსებს. ამავდროულად, მხარს უჭერს ჩვენს იმუნიტეტს, რადგან მწვანილი არის საკვები ჩვენი სასარგებლო მიკროფლორისთვის, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ზოგადად ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ცილები არის ენერგიის და ამინომჟავების ძირითადი წყარო საკვებიდან

მცენარეული და ცხოველური ცილები უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც მოზრდილთა, ასევე ბავშვთა დიეტაში. ზღვის თევზი, ფრინველი, კვერცხი, თხილი, პარკოსნები, ქინოა - აუცილებლად გახადეთ ისინი ზამთრის კერძების ნაწილად. დაამატეთ მწვანილი, ჯანსაღი ცხიმები, რთული ნახშირწყლები.
სიტყვა "ცხიმი" შეიძლება გაშინებდეთ, მაგრამ საუბარია არა ცხიმზე, რომელიც საზიანოა ჯანმრთელობისთვის, არამედ რომელიც, პირიქით, გააჯერებს ჯანსაღი ცხიმების საჭირო დღიურ ნორმას: ავოკადო, თხილი, ზღვის თევზი (სკუმბრია, ორაგული), მუქი შოკოლადი 75%-ზე მეტი კაკაოს შემცველობით, გოგრის, სეზამის ან მზესუმზირის თესლი.

როგორ ჩავანაცვლოთ უსარგებლო საკვები სასარგებლოთი?
მოძებნეთ ალტერნატივა არა თქვენი საყვარელი კერძისთვის, არამედ მისი შემადგენლობისთვის.
ძეხვს ჩაანაცვლებს მოხარშული ან გამომცხვარი ინდაურის მკერდი, მაღაზიაში ნაყიდ მაიონეზს კი სახლში დამზადებული სოუსი. გახსოვდეთ, ჯანმრთელი არ ნიშნავს ცუდს! სასარგებლო = მრავალფეროვანი და გემრიელი.

სოუსის რეცეპტი, რომელიც შეიძლება იყოს "ოლივიეს" ტრადიციული მაიონეზის შესანიშნავი შემცვლელი:

ინგრედიენტები:
გახეხილი მზესუმზირის თესლი - 1 ჭიქა
მდოგვის ფხვნილი - 1/2 ჩაის კოვზი
1 კბილი ნიორი ან მეტი (გემოვნებით)
1/2 ლიმონის წვენი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
ზღვის მარილი გემოვნებით
შავი პილპილი
შებოლილი პაპრიკა
1/2 კონა კამა
წყალი - დაახლოებით 1/2 ჭიქა
შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი საყვარელი სანელებლების ნარევი

მომზადება:
დაალბეთ ერთი ჭიქა თესლი 4-5 საათის განმავლობაში, შემდეგ კარგად გარეცხეთ და სხვა ინგრედიენტებთან ერთად მოათავსეთ ბლენდერში. დააკვირდით, რომ მიღებული მასა იყოს მაიონეზის კონსისტენციის, საჭიროების შემთხვევაში კი დაუმატეთ წყალი. შეინახეთ შუშის ქილით მაცივარში.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93