1200 კალორიის დიეტა: როგორ შევადგინოთ დიეტა ისე, რომ არ ვიშიმშილოთ და წონაშიც დავიკლოთ?

1200 კალორიის დიეტა: როგორ შევადგინოთ დიეტა ისე, რომ არ ვიშიმშილოთ და წონაშიც დავიკლოთ?
თანამედროვე დიეტოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ზუსტად 1200 კალორია დღის განმავლობაში არის ყველაზე გონივრული რაოდენობა, რომლის დროსაც სხეული არც უენერგიობით იტანჯება და არც ზედმეტ კილოგრამებს იმატებს. მართალია, წონის დაკლების პროცესი არ იქნება ძალიან სწრაფი, მაგრამ დისკომფორტის შეგრძნებაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

რას ნიშნავს 1200 კალორიის დიეტა?
1200 კალორიის დიეტა არის საკმაოდ პოპულარული, დაბალი ნახშირწყლების დიეტა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცილოვანი დიეტა, რომელიც სხეულს წონის დაკლებაში ეხმარება. როგორც სახელიდანაც ჩანს, დაბალი ნახშირწყლების დიეტა ზღუდავს ნახშირწყლებს, რომლებიც დიდი რაოდენობით
გვხვდება პურში, ბურღულეულში, მაკარონში, ხილსა და შაქარში. თითოეული ამ პროდუქტის მიღება დასაშვებია დღის განმავლობაში 50-დან 150 გრამამდე.

როგორ მუშაობს 1200 კალორიის დიეტა?
ნახშირწყლების მიღების შეზღუდვით, რომლებიც ენერგიის მთავარი წყაროა, დაბალნახშირწყლოვანი დიეტა აიძულებს ორგანიზმს აირჩიოს ცხიმის მარაგი ენერგიის წყაროდ. დაბალი რაოდენობის ნახშირწყლების დიეტა ასევე ქმნის კალორიების დეფიციტს ორგანიზმში, რაც ნიშნავს, რომ თქვენ დაწვავთ უფრო მეტ კალორიას, ვიდრე მოიხმართ და როდესაც ორგანიზმში კალორიების დეფიციტი იქმნება, თქვენი სხეული დაიწყებს წონაში კლებას. ქალებისთვის რეკომენდებულია დღის განმავლობაში საშუალოდ 2000 კალორია, შესაბამისად ამ რაოდენობის 1200 კალორიამდე დაყვანა ნამდვილად ეფექტური იქნება წონაში კლების თვალსაზრისით. ეს დიეტა მოიცავს ხორცს, თევზს, ქათამსა და კვერცხს. გარდა ამისა, დიეტაში შედის ფოთლოვანი ბოსტნეულიც, განსაკუთრებით მწვანილი, ასევე კარაქი და რძის პროდუქტები. კარაქი და ყველი ნებადართულია, რადგან მათში ნახშირწყლების შემცველობა დაბალია, თუმცა აუცილებლად უნდა აკონტროლოთ კალორიების რაოდენობა.

იმისთვის რომ დიეტამ ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგიქმნათ, უნდა ეცადოთ რომ შეამციროთ ცხიმის მიღების დოზაც, მიირთვით მარცვლეული ან ბოსტნეული, რომლებიც თქვენს ორგანიზმს მიაწვდიან საკმარის საკვებ ნივთიერებებს, ანტიოქსიდანტებს და ბოჭკოებს, მაგალითად მიირთვით უშაქრო ჟელატინი ან უცხიმო ყველი.

1200 კალორიანი დიეტის მაგალითი:
საუზმე: ერთი ჭიქა 9%-იანი ხაჭო (215 კალორია).
სადილი: 20-30 გრამი ნუში (დაახლოებით 165 კალორია), ერთი ატამი (65 კალორია).
საუზმე: 100 გრამი დაჭრილი შემწვარი ხორცი (150 კალორია) ერთ ნაჭერ ტოსტის პურთან ერთად (65 კალორია).
სადილი: 100 გრ ქათმის მკერდი (140 კალორია), 1/2 ჭიქა ყავისფერი ბრინჯი (115 კალორია), 1/2 ჩ.კ. კარაქი (35 კალორია)
ვახშამი: 100 გრ ორაგული (140 კალორია), ერთი ჭიქა მოხარშული მწვანე ლობიო (65 კალორია).
ძილის წინ 3 საათით ადრე: 1/2 ჭიქა ჟოლო (30 კალორია)

ასევე არსებობს 1200 კალორიის დიეტის ინდური მაგალითიც. ქალები არა მხოლოდ დასავლეთში, არამედ აზიაშიც შეშფოთებულები არიან ფიგურისა და ჭარბი წონის პრობლემებით. ინდოეთში შემუშავებულია კვების პირამიდა, რომელიც ასახავს დიეტისთვის დაბალანსებულ პროდუქტების კომპლექტს, რომელიც შეიცავს:

  • ცოტაოდენ ბრინჯს ან მარცვლეულს, ხორბლის პურთან ერთად;
  • ბოსტნეულის სამიდან ხუთამდე პორციას, მაგალითად ბადრიჯანს, ხახვსა და კომბოსტოს;
  • ხილის ორიდან ოთხამდე პორციას დღეში;
  • ასევე მაღალ ცილოვან საკვებს, როგორიცაა ოსპი, ცხვრის ან ქათმის ხორცი;
გარდა ამისა, 1200 კალორიის ინდურ დიეტაში შედის უცხიმო კეფირი (ცნობილი ინდური ლასი) და რძე. ინდური კერძები, როგორც წესი, ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით ნაღებს, თუმცა ეს საკვები გამორიცხულია ინდური 1200 კალორიის დიეტიდან.

რაც შეეხება პორციების ზომას ინდურ დიეტაში, მაგალითად, ინდური როტის პურის ნაჭერი 140 კალორიას შეიცავს. ეს შეადგენს ინდური კვების პირამიდის ერთ პორციას. ამიტომ მიღებულია ხუთიდან ათამდე პორცია მთელი დღის განმავლობაში. ყურადღება მიაქციეთ ცილოვან საკვებს, როგორიცაა ქათამი (100-დან 200 გრამამდე), რომელიც თქვენს ორგანიზმს 90-დან 120 მდე კალორიით ამარაგებს, არ დაივიწყოთ ოსპი - ერთი ჭიქა მოხარშული მარცვლეული შეიცავს 115-230 კალორიას. ნახევარი ჭიქა დაჭრილი ხილი მოგცემთ 25 კალორიას - ეს არის ძირითადად ბანანი, ნესვი ან ყურძენი.

საბოლოოდ, თქვენი კვების რაციონი შეგიძლიათ შეადგინოთ თქვენივე გემოვნებისა და სურვილების შესაბამისად, საჭიროა მხოლოდ დააბალანსოთ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების რაოდენობა.

ელენე ასათიანი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93