მიუხედავად იმისა, რომ მომღერლის ტრანსფორმაციას თაყვანისმცემლების არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, სელინი ამტკიცებს, რომ თავს ძლიერად და ქალურად გრძნობს.
რამდენი კილოგრამი დაკარგა სელინ დიონმა?
54 წლის სელინ დიონი ცნობილი თავისი განსაკუთრებული ხმის ტემბრითა და ვოკალური შესაძლებლობებით გახდა, თუმცა ბოლო დროს მისი წონის კლების შესახებ გაცილებით მეტს საუბრობენ, ვიდრე მისი ნიჭის.
2016 წელს მისი მეუღლის, რენე ანჯელილის გარდაცვალების შემდეგ, სელინ დიონი საგრძნობლად გახდა, თუმცა ზუსტად რამდენი კილოგრამი დაიკლო, ეს ცნობილი არ არის.
როგორ დაიკლო წონაში სელინ დიონმა?
The Sun's Dan Wootton-თან საუბრისას სელინმა განმარტა: „მე ამას ჩემთვის ვაკეთებ. მინდა ვიგრძნო თავი ძლიერად, ლამაზად, ქალურად და სექსუალურად".
სელინ დიონმა განმარტა, რომ წონაში იმის გამო არ დაუკლია, რომ მეუღლის გარდაცვალების გამო ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო და კომენტარი მის მიმართ გამოთქმული კრიტიკის შესახებაც გააკეთა: „თუ მოგწონვართ, მზად ვარ, თქვენთან ერთად ფოტო გადავიღო და ჩაგეხუტოთ, მაგრამ თუ არ მოგწონვართ, ჩემზე ნუ ინერვიულებთ, უბრალოდ გაიარეთ“ - თქვა მან.
სელინ დიონმა განმარტა ისიც, რომ ის რეგულარულად ვარჯიშობდა და ცეკვავდა თავის სტილისტსა და ახლო მეგობართან, პეპე მუნოზთან ერთად.
რას ამბობდა სელინ დიონი საკუთარ წონაზე ადრე?
სელინ დიონი ამბობდა, რომ ის ჯანსაღად იკვებებოდა: „ხალხს აბრაზებს ის, რომ მე დიეტაზე არ ვარ და მაინც ვინარჩუნებ წონას. მთელი ცხოვრებაა, გამხდარი ვარ. ჩემს ოჯახში ჭარბწონიანი არავინაა“.
სელინ დიონმა განმარტა ისიც, რომ მისი წონის კლების საიდუმლო მოძრაობაა. მას ძალიან უყვარს ცეკვა, კვირაში ოთხჯერ ვარჯიშობს, ცეკვავს და ამას თან ახლავს წონის კლებაც.