ცნობილი სახეებისა და ბლოგერების სამყაროში არსებობს ეგრეთ წოდებული „დედების სპორტი“, როდესაც ორსულობის შემდეგ ფორმაში დაბრუნება შეჯიბრებად იქცევა ხოლმე. ამ თვეში გამარჯვებულის ტიტული ნატალია ფრისკემ დაიმსახურა.
8 აპრილს ნატალია პირველად გახდა დედა. ის 10 წელზე მეტია ამ ბედნიერ დღეს ელოდება. ახლა მისი დღეებიც და ღამეებიც პატარა ლუნას მოვლას ეძღვნება. იმდენი საქმე აქვს გასაკეთებელი, რომ საკუთარი თავისთვის, სპორტისა და დიეტისთვის დრო საერთოდ არ რჩება.
„ძალიან მეშინოდა, რომ წონა ცუდად არ წასულიყო, რადგან ორსულობის დროს IVF ჰორმონები გამიკეთეს. ჰორმონათერაპიის დროს 10 კგ მოვიმატე. ამიტომ ორსულობის დასაწყისში 75 კგ ვიყავი. ახლა მესმის, რომ იმ 10 კილოგრამის დაკლება არ გამიჭირდება“, - დაწერა მან პირად ბლოგზე.
ლუნას დაბადების შემდეგ ფრისკემ ორ კვირაში 13 კგ დაიკლო, სასურველ შედეგს კი მხოლოდ ჯანსაღი კვების რეჟიმითა და ბავშვის ბუნებრივ კვებაზე დატოვებით მიაღწია.
„როდესაც ვარჯიშს დავიწყებ, ცხიმი კიდევ უფრო სწრაფად გაქრება“, - წერს ნატალია.
ფეხების გასახდომი უმარტივესი და ძალიან ეფექტური ვარჯიშები - მოემზადეთ ზაფხულის სეზონისთვის
ვჭამთ ტკბილეულს და ვიკლებთ წონაში - 5 სუპერ მარტივი და ჯანსაღი დესერტის რეცეპტი
„საგაზაფხულო დიეტა“ - ჩადექით ფორმაში ზაფხულამდე