„ეს დიეტა მე შევადგინე” - თამუნა გომართელმა გაამხილა დიეტა, რომლითაც 3 თვეში 30 კილოგრამი დაიკლო

„ეს დიეტა მე შევადგინე” - თამუნა გომართელმა გაამხილა დიეტა, რომლითაც 3 თვეში 30 კილოგრამი დაიკლო
ტელეწამყვანმა თამუნა გომართელმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის პრაიმ-თაიმში“ მოჰყვა, რომ 3 თვეში 25 კილო დაიკლო. თუ როგორ მოახერხა ეს, ამის შესახებ თავის დროზე თამუნამ ,,სარკეს” უამბო:

– ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობდი, დამეცვა ოქროს შუალედი ჯანსაღსა და არაჯანსაღ ცხოვრების წესს შორის, მაგრამ, რაც 30 წელს გადავაბიჯე, ჩემთვის ეს უფრო პრიორიტეტული გახდა. ყველაფერი ფსიქოლოგიური ფაქტორიდან იწყება. დილით, როცა ჩემს ასაკში (40 წელს გადაცილებული) ქალი იღვიძებს, მნიშვნელოვანია, საკუთარ თავთან მარტო დარჩეს, სარკესთან განმარტოვდეს, საკუთარ პერსონასთან კონტაქტში შევიდეს და დღე
ბალანსით დაიწყოს.

შენს თავს უნდა უთხრა, რომ ძალიან ლამაზი ხარ და წინ წარმატებები გელოდება. ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედებს, რომ კარგად იყო.

– 30 წლამდე როგორი იყო თქვენი ცხოვრების წესი?
– არ ვვარჯიშობდი, არ ვცდილობდი წონის კორექციას, კონტროლს.
– რა შეცვალეთ?
– კომპლექსურად ყველაფერი – კვება, ძილი… საჭიროა სწორი განრიგი. ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ ამის გარეშე ცხოვრება არ უნდა გამეგრძელებინა, თორემ ყველაფერი ცუდად წავიდოდა. 3 თვის განმავლობაში 20 კილო დავიკელი. ეს დიეტა, ფაქტობრივად, საავტოროა და რამდენიმე ადამიანთან კონსულტაციის შემდეგ შევადგინე.

თამუნა გომართელის დიეტა ასეთია:

  • ორშაბათი – 3 მოხარშული კარტოფილი და 1 ქილა მაწონი.
  • სამშაბათი – 3 მოხარშული კვერცხი და 1 ქილა მაწონი.
  • ოთხშაბათი – 3 მოხარშული სოსისი და 1 ქილა მაწონი.
  • ხუთშაბათი – 200 გრამი უცხიმო ხაჭო და 1 ქილა მაწონი.
  • პარასკევი – 1 ლიტრი კეფირი და 1 ქილა მაწონი.
  • შაბათი – 1 კიტრი, 1 პომიდორი და1 ქილა მაწონი.
  • კვირა – 1 ფილა შავი, მწარე შოკოლადი და 1 ქილა მაწონი.
ამ 7 დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ უშაქრო ჩაი და ყავა.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 4 /
იზოლდა
არავის ჭირდება შენი დიეტა,მაგას ჯობია ქცევის წესები ისწავლო
15:40 / 27-05-2022
გამოხმაურება / 0 /
მაია
და ჯანსაღი კვება სად არის აქ?
11:50 / 24-05-2022
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93