ვაშლის დეტოქს-დიეტა - ეფექტურია წონაში კლებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის

ვაშლის დეტოქს-დიეტა - ეფექტურია წონაში კლებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის
დიეტოლოგები დიდი ხანია გვაფრთხილებენ, რომ მკაცრი დიეტები უკიდურესად საზიანოა ორგანიზმისთვის. შეიძლება შედეგს მიაღწიოთ, მაგრამ ორგანიზმი გაუწონასწორებელი დიეტით „დაიმსხვრევა“. წონის დაკლების ყველაზე ეფექტური საშუალება და ამავდროულად, შესანიშნავი დეტოქსიკაცია, ექიმების აზრით, ვაშლის დიეტის დღეებია.

დიეტოლოგები გვირჩევენ ერთგვარი მინი-დეტოქსდიეტის ჩატარებას, მაგალითად, ვაშლის დიეტას კვირაში ერთხელ მაინც.

ვაშლი საოცრად ჯანსაღი და ასევე, ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი საკვებია. ვაშლის დიეტის ბევრი ვარიაცია არსებობს. ის სავსეა საკვები ნივთიერებებითა და ვიტამინებით. კერძოდ, ვაშლი შეიცავს ვიტამინებს B, E, PP, E, ასევე ისეთ მინერალებს, როგორებიცაა
კალიუმი, რკინა, მანგანუმი, კაროტინი, პექტინები, კალციუმი და სხვა. გარდა ამისა, ნებისმიერი ჯიშის ვაშლი შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც არა მარტო ეწინააღმდეგება უჯრედების დაბერებას, არამედ იცავს ფილტვებს მავნე ეკოლოგიისა და თამბაქოს კვამლისგან. ვაშლი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ხოლო პოლიფენოლები და ფლავონოიდები ებრძვიან სიმსივნეებს. ვაშლი ხელს უწყობს ნაწლავების ნორმალიზებას და აღადგენს მასში მიკროფლორას.

კლასიკური დიეტის ერთი დღე ვაშლზე მოიცავს მხოლოდ ორ ინგრედიენტს - ვაშლს და მინერალურ წყალს.

საშუალოდ, დღეში 2 კგ ვაშლი უნდა მიირთვათ და დღის განმავლობაში ის უნდა გაყოთ 6 თანაბარ ნაწილად, რომლებიც უნდა მიირთვათ რეგულარული ინტერვალებით. ასევე, დღეში უნდა დალიოთ მინიმუმ 2 ლიტრი მინერალური წყალი გაზის გარეშე, თუმცა წყალი შეიძლება შეიცვალოს მწვანე ჩაით, მაგრამ შაქრის გარეშე.

ასევე, დიეტის დღე შეიძლება გამომცხვარი ხილის ჭამით გაატაროთ. გამომცხვარი ვაშლის დამზადება საკმაოდ მარტივია. თითოეული ნაყოფი გაჭერით ორ ნაწილად, თესლის ამოღებისას დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ნატურალური თაფლი და მოაყარეთ დარიჩინი. გამოდის სრულფასოვანი, გემრიელი და ოდნავ ტკბილი კერძი.

თუ მხოლოდ ვაშლზე დღის გატარება ძალიან რთული გეჩვენებათ, სცადეთ დიეტის დღე ვაშლზე და უცხიმო ხაჭოზე გაატაროთ. ასეთი დიეტის დღე ერთ-ერთ ყველაზე რბილ დიეტად ითვლება და რეკომენდებულია ორსულებისთვისაც კი. მთელი დღის განმავლობაში დაგჭირდებათ კილოგრამი ვაშლი და 600 გრ ხაჭო.



სხეულის სასურველი ფორმების მიღება მარტივად - ფიტნესინსტრუქტორის რჩევები მათ, ვისაც ზაფხულში წონის დაკლება სურს

კიტრისა და კეფირის უახლესი დიეტა - მინუს 2 კილოგრამი დღეში

ქეით მიდლტონის სილამაზის საიდუმლოებები - როგორ ახერხებს ჰერცოგინია იდეალური წონის შენარჩუნებას 3 შვილის გაჩენის შემდეგ






FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93