ჰანტელები ჩემოდანში და ქოქოსის ზეთი საუზმეზე - ვარსკვლავების ყოველდღიური ხრიკები იდეალური წონის შესანარჩუნებლად

ჰანტელები ჩემოდანში და ქოქოსის ზეთი საუზმეზე - ვარსკვლავების ყოველდღიური ხრიკები იდეალური წონის შესანარჩუნებლად
ვარსკვლავებს შორის არიან ქალებიც, რომლებიც წონის უფრო სწრაფად დაკლების მცდელობისას მიმართავენ რადიკალურ და ზოგჯერ საშიშ მეთოდებს. მაგალითად მერაია კერი თითქმის გონების დაკარგვამდე არ ჭამს, რათა წონაში რეკორდულ დროში დაიკლოს, ზოგი კი, მაგალითად ბიონსე, სვამს კოქტეილს ლიმონის წვენით, ნეკერჩხლის სიროფით და კაიენის წიწაკით (რამაც, სხვათა შორის, შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა). მიუხედავად ამისა, ცნობილი ადამიანების უმეტესობა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს, ამიტომ წონის დაკლების სხვა გზებს პოულობენ.

როზი ჰანტინგტონ-უიტლი
ჩვენ ვუყურებთ გამხდარ როზის, რომელმაც ორსულობის დროსაც კი არ მოუმატებია
კილოგრამები. ტოპ-მოდელს არ უყვარს მოდური დიეტები, რადგან ისინი ხანმოკლე ეფექტს ახდენენ და ხშირად ანგრევენ მის ჯანმრთელობას. როზის რეკომენდაციები, უნდა ითქვას, საკმაოდ ტრადიციულია: შეამცირეთ მოხმარებული ნახშირწყლების რაოდენობა და მთლიანად გამორიცხეთ რაციონიდან რაფინირებული შაქარი.



ქლოი კარდაშიანი
ქლოი ყოველთვის განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობოდა თავის სხეულს. დიეტოლოგიის მთელი სიბრძნის შესწავლის შემდეგ, მან იპოვა ოქროს წესი საკუთარი თავისთვის - წონის დაკლებისთვის მთავარი რაციონიდან რძის პროდუქტების ამოღებაა.



ქენდალ ჯენერი
კენდალმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თვალსაჩინო ეფექტისთვის ის დღეში თორმეტ ჭიქა დეტოქს ჩაის სვამს. თუ გადავხედავთ მის ახლობლებს, რომლებიც ახერხებენ კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევის გარეშე, მივდივართ დასკვნამდე, რომ მეთოდი საკმაოდ ეფექტურია.



მირანდა კერი
კერის თქმით, დღე ქოქოსის ზეთის მცირე რაოდენობით უნდა დაიწყოთ. ის არა მხოლოდ აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, შესანიშნავად აჯერებს და ხელს უწყობს კუნთების მასის ზრდას და ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, დამატებით კი კანს ბზინვარებას ანიჭებს.



მეგან ფოქსი
მსახიობის თქმით, ტოქსინების, ჭარბი სითხისა და „ჩარჩენილი“ კილოგრამებისგან თავის დასაღწევად მან გაზავებული ვაშლის ძმარი გამოიყენა. სხვათა შორის, კლეოპატრაც ამ მეთოდს იყენებდა: კვების შემდეგ დედოფალი თითო ჭიქა ძმარს სვამდა.



ლამაზი მუცელი და იდეალური სხეული - ნახეთ კიმ კარდაშიანის ახალი დიეტის გასაოცარი შედეგები

წონის დაკლებას ვერ ახერხებთ? მიჰყევით ამ 7 საფეხურს და შედეგი გარანტირებულია






FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93