მიუხედავად იმისა, რომ მომღერლის ტრანსფორმაციას თაყვანისმცემლების არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, სელინი ამტკიცებს, რომ თავს ძლიერად და ქალურად გრძნობს.
"ხალხი ფიქრობს, რომ მე ვშიმშილობ, რომ არ ვჭამ, რომ მუდმივად ვვარჯიშობ. ეს ასე არ არის", - ამტკიცებდა სელინ დიონი 2009 წელს. "მამაჩემი, ჩემი ძმები და დები - ისინი ყველა ძალიან გამხდარი იყვნენ, ამიტომ წონაში არასდროს ვიმატებ“.
მაშ, კონკრეტულად რისი ჭამა უყვარს ლეგენდარულ მომღერალს?
საუზმე
დიონი იცავს თავის ფრანგულ ფესვებს მაშინ, როდესაც საქმე საუზმეს ეხება და საკვებად კოფეინს ირჩევს, რომელსაც კარაქსა და ცომეულს აყოლებს.
მიუხედავად იმისა, რომ ცომეული საკმაოდ კალორიულია, დიდი კრუასანი 270 კალორიას შეიცავს. ნამცხვრები ასევე შეიცავს უამრავ გაჯერებულ ცხიმს კარაქის შემცველობის გამო, მაგრამ გამხდარი გენების მქონე დიონს ეს პრობლემას სულაც არ უქმნის.
ლანჩი
სელინი უპირატესობას ანიჭებს ხილს და ამბობს რომ ძალიან მოსწონს ანანასი, ნესვი და ალუბალი, თუმცა აუცილებელია რომ ყველაფერი ახალი და ჯანსაღი იყოს. სელინი არ ერიდება დესერტების მიღებას და უყვარს ბავარიული ლეღვი, ფრანგულ ალუბალთან ერთად.
სადილი
დიონს უყვარს ტრადიციული ფრანგული კერძები - ბაგეტი ან უბრალო სალათი, მაგრამ არასდროს ამბობს უარს ფრანგულ ფრიზე და ხორცეულზე.
ვახშამი
ვახშამი, როგორც წესი, საკმაოდ სასიამოვნოა სამი შვილის დედისთვის. ამ დროს ის მიირთმევს კერძებს სხვადასხვა სამზარეულოდან, დაწყებული ამერიკულიდან დამთავრებული იტალიურამდე. სელინის ერთ-ერთი საყვარელი კერძია ხმელთაშუა ზღვის ხორცის ღვეზელები ყვავილოვან კომბოსტოსთან ერთად.
სელინ დიონის გამაოგნებელი ტრანსფორმაცია - როგორ დაიკლო ვარსკვლავმა წონაში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე?
სელინ დიონის წონამ ინტერნეტი შეაშფოთა, თუმცა თავად ამბობს, რომ თავს სექსუალურად მიიჩნევს
6 ვარსკვლავი, რომელსაც მაკიაჟის გარეშე ალბათ ვერც კი იცნობდით