როგორ დავიკლოთ წონაში, როდესაც ტემპერატურა ძალიან მაღალია?
ადექით ადრე
იცვლება ატმოსფერული წნევა და ხშირია გულსა და სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები. აუცილებელია ფიტნესი და იოგა, უმჯობესია ადგეთ ადრე, სანამ ჯერ კიდევ არ ცხელა.
დაიცავით "ათი წესი"
როგორ დავწვათ მეტი კალორია სიცხეში 2
გააკეთეთ 10 ჩაჯდომა ყოველ ორ საათში ან ყოველ ჯერზე, როცა აბაზანიდან ან სამზარეულოდან გამოხვალთ. ასე თქვენ შეძლებთ დღეში 300-400 კალორიის დაწვას ტიტანური ძალისხმევის გარეშე.
გადით ჰაერზე
შეცვალეთ ან მოსაწყენი ვარჯიშები გარე აქტივობებით – ეს ყველაზე სასიამოვნო გავლენას მოახდენს თქვენს ფიგურაზე. ახალი მეგობრების შესაძენად და ფეხების, მხრებისა და დუნდულების გასაძლიერებლად შესანიშნავი გზაა პლაჟის ფრენბურთი. ქვიშაზე მოძრაობა გაცილებით რთულია - კალორიების დაწვა უფრო ეფექტურია.
ჩართეთ კონდიციონერი
ყავისფერი ცხიმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს წონის ნორმალიზების პროცესში. „კლასიკური“ თეთრისგან განსხვავებით, ის ჩვენს ორგანიზმში არ აგროვებს ენერგიას, პირიქით, ეხმარება სხეულს მის დაწვაში. 2009 წელს შვედმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც დაბალი ტემპერატურა გავლენას ახდენს ყავისფერი ცხიმის აქტივობაზე.
დაწექით იატაკზე
ყველაფერი გენიალური მარტივია: ტელევიზორის ყურებისას ან ლეპტოპში მუშაობისას დაწექით იატაკზე. ამ დროს თქვენი კუნთები დაძაბულია და ადგომის დროს გჭირდებათ მეტი ძალა, რაც ხელს შეუწყობს კალორიების დაკარგვას.
მიირთვით საზამთრო
კენტუკის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაამტკიცეს, რომ საზამთროს ჭამას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს სხეულის ცხიმის შემცირებაზე.
ჩართეთ მუსიკა
სწრაფი მუსიკა ადგენს ტემპს და უფრო ინტენსიურს ხდის თქვენს ვარჯიშს. როგორც კი მუსიკა შენელდება, უნებურად კარგავთ ტემპს. ჩართეთ თქვენი საყვარელი სიმღერა და ივარჯიშეთ!
დალიეთ ბევრი წყალი
სიცხეში მოხმარებული სითხის რაოდენობა იზრდება. ყოველ ჯერზე, როცა გადაწყვეტთ წყლის მარაგის შევსებას, შეავსეთ მხოლოდ ნახევარი ჭიქა ან ბოთლი. ასე უფრო ხშირად მოგიწევთ ადგომა და წყლის მოსატანად გვერდით ოთახში გასვლა.
ჰანტელები ჩემოდანში და ქოქოსის ზეთი საუზმეზე - ვარსკვლავების ყოველდღიური ხრიკები იდეალური წონის შესანარჩუნებლად
წონის დაკლებას ვერ ახერხებთ? მიჰყევით ამ 7 საფეხურს და შედეგი გარანტირებულია
დილის კომპლექსური ვარჯიში - იდეალურია წონაში კლებისა და ჯანმრთელობისთვის