საკუთარი თავი ისეთი უნდა მიიღოთ და შეიყვაროთ, ისეთი წონისა და გარეგნობის, როგორებიც ხართ, თუმცა თუკი თვლით, რომ უფრო გაგაბედნიერებთ რამდენიმე კილოგრამის დაკლება, რატომაც არა?! იდეალურ ფორმაში ყოფნის, ასევე ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო სწორი და ჯანსაღი კვებაა.
ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა როგორც საერთაშორისო კვლევებზე დაყრდნობით და ასევე, თავისი სამედიცინო პრაქტიკიდან გამომდინარე, მის მიერ შემუშავებულ, რამდენიმეპუნქტიან სწორი კვების წესს გვთავაზობს.
- სასურველია მიირთვათ ყოველ დღე - მინიმუმ 3-ჯერ, ხოლო მაქსიმუმ 5-ჯერ - ზომიერი ულუფებითა და 2-4 საათის ინტერვალით. ამავდროულად, გახსოვდეთ, საკვები უნდა მიიღოთ ნელა, თითოეულ პროდუქტს და კერძს გაუსინჯეთ მისი უნიკალური გემო. კვებისადმი ასეთი მიდგომა დანაყრებისა და კმაყოფილების განცდას ხელს უწყობს;
- კვების რაციონში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტების გამოყენება, არამედ ამა თუ იმ კერძის სწორად მომზადების ცოდნაც, რათა მომზადებისას ყველა არსებული სასარგებლო თვისება შევინარჩუნოთ;
- დილას საუზმემდე მინიმუმ 30 წუთით ადრე დალიეთ წყალი. დღის განმავლობაში არ დაგავიწყდეთ მისი მიღება. უმჯობესია, წყალი ოთახის ტემპერატურის იყოს;
- დღის განმავლობაში ერთი კვება დაუთმეთ სეზონურ ხილს, მიირთვით ცოცხლად, ან სმუზის (დაბლენდერებული ხილი) სახით. ამასთანავე უმჯობესია, ხილი მიირთვათ სადილამდე 2-3 საათით ადრე;
- კალორიებით ყველაზე მდიდარი ულუფა დღის პირველ ნახევარში მიირთვით;
წაიკითხეთ სრულად