როგორ უნდა იკვებოთ, თუ სამსახურში მთელი დღე ზიხართ?

როგორ უნდა იკვებოთ, თუ სამსახურში მთელი დღე ზიხართ?
ბევრი ჩვენგანი სამსახურში ინტელექტუალური სამუშაოთია დაკავებული - საათობით ვსხედვართ ოფისებში კომპიუტერთან ან ფურცლებთან. ჯდომითი ცხოვრების წესის შედეგად კი ირღვევა ნივთიერებათა ცვლა და კალორიები არასწორად იწვება. შედეგად ვიღებთ ზედმეტ წონას და დაგროვილ ცელულიტს - ყოველივე ეს უნდა გავითვალისწინოთ კვების დროს.

თუ მივირთმევთ იმ კალორიულობის დაცვით, რომელიც აქტიური და მოძრავი ცხოვრების წესზეა გათვლილი, ზედმეტ კილოგრამებს დავიგროვებთ და ჯანმრთელობას შევილახავთ. გარდა ამისა, ოფისში მომუშავე გონებრივად დატვირთული ადამიანების საკვები შემადგენლობითაც უნდა განსხვავდებოდეს.

საოფისე კვების საფუძვლები


სკამზე გამუდმებული ჯდომა - ეს
კუნთების უმცირესი დატვირთვაა, ხერხემლის სტატიკური დაძაბულობა, სისხლის მოძრაობის დარღვევა, ნაწლავების მუშაობის შენელება და შედეგად - ფაღარათია.

ძალიან ცოტა ადამიანი დადის სამსახურის შემდეგ სავარჯიშო დარბაზებში და ასევე ცოტა მიდის სახლში ფეხით; უმეტესობა ჯდება ავტომობილში ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩვეულ სავარძელში. ასეთი ცხოვრების წესის შედეგად ჩნდება ცელულიტი, ზედმეტი წონა და ჯანმრთელობის პრობლემები.

გონებრივი შრომით დატვირთული ადამიანები, ძირითადად, ტვინით მუშაობენ და ცოტას ხელებით - წერენ ან კრეფენ კომპიუტერით. ამ შემთხვევაში ენერგიის აქტიური მომხმარებელი არის ტვინი და შინაგანი ორგანოები - ფილტვები და გული; კუნთები ამ დროს, ძირითადად, ისვენებს.

ტვინი "ჭამს" მხოლოდ გლუკოზას; აი, ცხიმები და ცილები ძალიან ცოტა იხარჯება. ამიტომაც ადამიანისთვის, რომელიც გონებრივად შრომობს, არ არის რეკომენდებული ნახშირწყლებითა და ცხიმით მდიდარი საკვების მიღება.

ნახშირწყლები უნდა მიეწოდოს ტვინს თანაბრად, მკვეთრი ცვლილებების გარეშე. თუ თქვენ მიეძალებით ისეთ მსუბუქ ნახშირწყლებს, როგორებიც არის: კანფეტები, შაქარი და ნამცხვრები, - გლუკოზა დიდი პორციებით მოხვდება სისხლში. მთლიანად მას ტვინი ვერ გადაამუშავებს - ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნაწილს ორგანიზმი მარაგისთვის გადაინახავს.

სხვა საქმეა - რთული ნახშირწყლები: ბურღულეულის სახამებელი. ის ნელა გამოყოფს გლუკოზის პორციებს, რაც ეხმარება ორგანიზმს შეინარჩუნოს შრომისუნარიანობა და აღიდგინოს ძალები. ასე რომ, მისთვის, ვინც ჯდომით ცხოვრების წესს მისდევს, საუკეთესო საუზმე იქნება მიუსლი (უმჯობესია დანამატების გარეშე, მხოლოდ ერთი კოვზი თაფლით), თხილი, სხვა ფაფები.

ოფისში მომუშავე ადამიანები ნაკლებად გაკაჟებულები არიან, ისინი ხომ მთელი დღე სითბოში სხედან და მკვეთრ ტემპერატურულ ცვლილებებს არ განიცდიან. ამიტომაც მათი იმუნიტეტი სიძლიერით ვერ დაიკვეხნის. იმისათვის, რომ იმუნური სისტემის ცილები განახლდეს, აუცილებელია საკვები ცილის მიღება - ეს არის აგურები, რომლითაც იმუნური ცილები შენდება.

მაგრამ ცილის მოჭარბება უმოძრაობისა და სუსტი პერისტატიკის გამო ნაწლავებში საკვების ლპობას გამოიწვევს. ამიტომაც ცილის პორციის მიღება შეამცირეთ დაახლოებით 100 გრამამდე - ეს მომცრო ზომის კატლეტი, ქათმის ბარკალი ან თევზის ნაჭერია. უმჯობესია, თევზი, უცხიმო ხორცი ან რძის ნაწარმი მიირთვათ. მცენარეული ცილები რთულად შეითვისება ორგანიზმის მიერ.

ცხიმები შეარჩიეთ მცენარეული. ბოსტნეულის სალათი ზეითუნის ზეთით - მშვენიერი სამხარია. დილით, როცა აუცილებელია მთელი დღის ენერგიის მარაგის მიღება, შესაძლებელია ხარისხიანი კარაქის მირთმევაც.

აკრძალული პროდუქტები


არსებობს პროდუქტების ჯგუფი, რომელთა არსებობის შესახებაც ოფისში მომუშავეებმა უმჯობესია დაივიწყონ, თუ, რა თქმა უნდა, გსურთ, რომ ლამაზი სხეულით მოიწონოთ თავი. ეს გახლავთ მაღალკალორიული პიცა, ფასტ-ფუდი, ჩიპსები, ორცხობილები და სხვა მსგავსი პროდუქტები.

ამ საკვებს არანაირი პლუსი არ აქვს, გარდა გემოსი. ის ბევრი ცხიმია, მსუბუქი ნახშირწყლები და ძალიან ცოტა ვიტამინი და მინერალი. გარდა ამისა, მშრალი საჭმელი ძნელად შეითვისება ორგანიზმის მიერ, განსაკუთრებით, უმოძრაობის დროს.

უარი თქვით ყოველდღიურ ჩაის სმაზე ნამცხვართან ერთად, ორცხობილებსა და კანფეტებთან ერთად. ჩაი და ყავა მიირთვით შაქრის ძალიან მცირე დოზით ან საერთოდ მის გარეშე. ორი კოვზი შაქარი ჩაიში ან ყავაში იგივე ენერგიას აძლევს ორგანიზმს, რასაც ერთი თეფში წვნიანი.

ოფისის თანამშრომელთა დელიკატური პრობლემები


ჯდომითი სამუშაოს ერთ-ერთი პრობლემა ყაბზობაა. ეს, რა თქმა უნდა, დიდად არის დამოკიდებული საკვებთან და მის შემადგენლობასთან, მაგრამ გამუდმებულ ჯდომასაც შეაქვს ამ პრობლემაში დიდი წვლილი.

ამიტომაც თქვენთვის, ვინც ოფისში მუშაობთ და გამუდმებით ზიხართ, აუცილებელია ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა - წიწიბურა, შვრია, ხილი და ბოსტნეული. შესაბამისად, ყველა საოფისე სამხარი უნდა შედგებოდეს არა ფუნთუშებისგან, არამედ ბოსტნეულის, ხილისა და ბურღულეულისგან. თან წაიღეთ სამსახურში ვაშლი, კიტრი, ქლიავი, პომიდორი. თუ მოგშივდათ, შეგიძლიათ წაიხემსოთ ამ პროდუქტებით.

გარდა ამისა, ყაბზობი მაპროვოცირებელია სითხის ნაკლებობის. ამიტომაც სვით ბევრი წყალი. სწორედაც რომ წყალი და არა ყავა და ჩაი. თუ წყალი დიდად არ გიყვართ, შეგიძლიათ ის შეცვალოთ ხილის წვენით, ოღონდ შაქრის გარეშე და სასურველია, თუ მასშიც ჩვეულებრივ ან მინერალურ წყალს გაურევთ.

რა მოვამზადოთ სახლში?


ჯდომითი სამუშაოს კიდევ ერთი პრობლემა სრულფასოვანი სადილის უქონლობაა. ამის შედეგად, საღამოს სახლში მისულები ნოყიერად ვვახშმობთ.

შეეცადეთ შეცვალოთ ეს დამღუპველი ტაქტიკა. სამსახურში გამონახეთ თუნდაც ნახევარი საათი იმისათვის, რომ კარგად ისადილოთ. სახლისკენ მიმავალ გზაზე მიირთვით ხილი, დალიეთ ნაკლებად ტკბილი იოგურტი. ერთი სიტყვით, მოატყუეთ კუჭი იმისათვის, რომ ვახშმად ბევრი არ მიირთვათ.

შეეცადეთ ვახშამი მსუბუქი იყოს, ცილოვანი ან ხილ-ბოსტნეულით მდიდარი, ცხიმის ან მაღალნაშირწყლებიანი კერძების გარეშე. ასევე, თქვენი სამუშაო რეჟიმის დროს ძალიან აქტუალურია გვიანი ვახშმისა და შუაღამის კვების გამორიცხვის სისტემა. თუ მაინცდამაინც ძალიან მოგშივდათ - დალიეთ ბალახეული ჩაი, კეფირი ან მიირთვით ხილი.

ასე რომ, თუ წინასწარ იფიქრებთ თქვენს საუზმესა და სადილზე სამსახურში, თან წაიღებთ სალათს ან რაიმე მსუბუქ სასუსნავს, შეძლებთ, სამუშაო პირობებშიც გქონდეთ სწორი და ჯანმრთელი კვება.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93