მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რასაც ვჭამთ, არამედ ის, თუ როგორ ვჭამთ მას. ხშირად, პროდუქტების ერთი და იგივე კომბინაცია იძლევა როგორც გაჯერების განსხვავებულ ხარისხს, ასევე განსაკუთრებულ ეფექტს ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებზე.
კერძების იდეალური თანმიმდევრობა ნორმალურ კვების რაციონში შემდეგია: ჯერ სალათა მწვანილით და ბოსტნეულით, შეგიძლიათ კარაქით, შემდეგ მიირთვით ცილოვანი საკვები, მხოლოდ ამის შემდეგ ხილი ან უფრო მკვრივი ნახშირწყლები (დესერტი, ტკბილი).
უმჯობესია ბოსტნეული მიირთვათ არა მთავარ კერძთან ერთად, არამედ ჭამამდე. ეს შეამცირებს გლუკოზის მატებას - რაც იმას ნიშნავს, რომ მცირდება ყველა შესაძლო რისკი, რომელიც სისხლში შაქრის მატებას უკავშირდება.
გარნირამდე უნდა მიირთვათ ცილოვანი საკვები - ეს საჭიროა სისხლში გლუკოზის მატების თავიდან ასაცილებლად.
ჯანსაღი ცხიმები უნდა შედიოდეს ყველა საკვებში.
პროტეინისა და ბოჭკოს მსგავსად, ჯანსაღი ცხიმების მიღება ჭამის დასაწყისში ამცირებს გლუკოზის დონეს. დაამატეთ ცოტა მცენარეული ზეთი თქვენს სალათას. ჯანსაღი ცხიმების რაოდენობის გაზრდა ხილითაც შეგიძლიათ.
ექსპერტები გვირჩევენ, დავიცვათ კვების სწორი თანმიმდევრობა, მაშინაც კი, როდესაც საქმე ტკბილეულს ეხება. კარგი იქნება , თუ ნამცხვრის ჭამამდე ერთ მუჭა თხილს მიირთმევთ.