საშუალო შედეგი - 7 კვირაში 18 კილოგრამამდე დაკლება. ეს დიეტა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივია. თანაც, ეს სწორედ დიეტაა და არა კვების სისტემა.
აღსანიშნავია, რომ დიეტა შედარებით არათანაბარზომიერია მთელი 7 კვირის განმავლობაში - და დამატებით, ყველა კვირასთან ერთად კვირის საერთო კალორიულობა კლებულობს - ბოლო, მეშვიდე კვირაში ყველაზე დაბალია გამოყენებული კალორიების რაოდენობა. აკრძალული პროდუქტები ყოველკვირეულად სულ უფრო და უფრო იმატებს რაოდენობაში.
აღსანიშნავია, რომ სისტემის ყველა ინგრედიენტი აუცილებლად ახალი უნდა იყოს. გერმანული დიეტის განმავლობაში შეიძლება უსაზღვროდ დალიოთ წყალი (არაგაზირებული და არამინერალიზებული - ის არ ამძაფრებს შიმშილის განცდას). ალკოჰოლი ნებისმიერი სახით გამორიცხულია.
გერმანული დიეტის მენიუ 7 კვირის განმავლობაში
პირველი კვირა:
ორშაბათს დალიეთ მხოლოდ წყალი (არაფერი წყლის გარდა) - 5 ლიტრამდე; პირველი კვირის დანარჩენი დღეები - თქვენთვის ჩვეული კვების რეჟიმი.
მეორე კვირა:
ორშაბათს მხოლოდ წყალი დალიეთ; სამშაბათს - ორ კილოგრამამდე ფორთოხალი ან გრეიპფრუტი (მეტი არაფერი); მეორე კვირის დანარჩენ დღეებში - თქვენთვის ჩვეულებრივი კვების რეჟიმი.
მესამე კვირა:
ორშაბათს მხოლოდ წყალი დალიე; სამშაბათს - ორ კილოგრამამდე ფორთოხალი ან გრეიპფრუტი; ოთხშაბათს - ორ კილოგრამამდე ვაშლი (და მეტი არაფერი); მესამე კვირის დანარჩენ დღეებში - თქვენთვის ჩვეული კვების რეჟიმი.
მეოთხე კვირა:
ორშაბათს დალიეთ მხოლოდ წყალი; სამშაბათს - ორ კილოგრამამდე ფორთოხალი ან გრეიპფრუტი; ოთხშაბათს - ორ კილოგრამამდე ტკბილი ან მჟავე ვაშლი; ოთხშაბათს შეიძლება დალიოთ მხოლოდ ახალგამოწურული (არაკონსერვირებული) ნებისმიერი (ბანანის გარდა) ხილის ან ბოსტნეულის წვენი; მეოთხე კვირის დანარჩენ დღეებში - თქვენთვის ჩვეული კვების რეჟიმი.
იხილეთ სრულად:www.reitingi.ge