წიწიბურას დიეტა – სწრაფი და ეფექტური
წიწიბურას დიეტა – სწრაფი და ეფექტური
ლამაზი სხეული, არანაირი ზედმეტი კილოგრამი, კმაყოფილი და ბედნიერი იერი – განა ეს ის არ არის, რისკენაც ნებისმიერი ქალი ისწრაფვის? მაგრამ სუსტი სქესის ყველა წრმომადგენელს როდი აქვს ნებისყოფა და საშუალება, დაიცვას მკაცრი დიეტები, მისდიოს ჯანმრთელი ცხოვრების წესს და რეგულარულად სწორად იკვებოს.

მაშ, როგორ მოვიყვანოთ მოკლე დროში ჩვენი სხეული სასურველ ფორმაში, თანაც ისე, რომ შიმშილით არ მოვიკლათ თავი?

წიწიბურას სარგებლიანობაზე

ამ ბურღულეულის სასარგებლო თვისებების შესახებ დიდი ხანია ცნობილია – ნოყიერსა და გემრიელ წიწიბურას ხშირად ვიყენებთ გარნირად. მაგრამ მოვიდა დრო, ის ორი კვირით ძირითად კერძად გავიხადოთ! დიახ, სწორედ ამდენი დრო დაგჭირდებათ იმისათვის, რომ 5-დან 15 კილოგრამამდე დაიკლოთ წონაში. მაშ ასე, რა საიდუმლოს ინახავს ეს ჯადოსნური დიეტა?

პირველ რიგში, წიწიბურა ქოლესტერინის დონეს დაბლა სწევს. მეორეც, ის დიდი ხნით მოგიკლავთ შიმშილის გრძნობას. მესამეც, ის ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, რადგან ორგანიზმს წმენდს შლაკებისგან.

წიწიბურას დიეტის მნიშვნელოვანი წესები

დავიწყოთ იქიდან, რომ მთავარია – სწორად მოამზადოთ ბურღული. ამისათვის აუცილებელია, ღამით დაასხათ წიწიბურას ადუღებული წყალი პროპორციებით: ერთ ჭიქა ბურღულს 2 ჭიქა წყალი და დაახუროთ მჭიდროდ.

წიწიბურა უნდა მოამზადოთ მარილის, შაქრისა და წიწაკის გარეშე. მოცემულ დიეტაში აქცენტი სწორედ უმარილობაშია, რადგან სწორედ ის იწვევს შეშუპებას და ცელულიტის ჩამოყალიბებას; ასევე, აძლიერებს პროდუქტის გემოს, რაც მადის მომატებას იწვევს.
რა თქმა უნდა, არანაირი ცხიმი და სოუსი... და რაც მთავარია, სამუდამოდ ვივიწყებთ მაიონეზს!

წიწიბურას დიეტის საფუძვლები

მომზადებული წიწიბურა დილით გაყავით 5 პორციად და მთელი დღის განმავლობაში მიირთვით. სვით რაც შეიძლება ბევრი წყალი, შეგიძლიათ მიირთვათ ჩაი და ყავაც შაქრის გარეშე, მაგრამ არა უმეტეს ორი ფინჯნისა. ამას გარდა, წიწიბურას დიეტას დაუმატეთ მასაჟი, საუნა, სირბილი და ფიტნესი. მხოლოდ "ფაფით" შედეგს კი მიაღწევთ, მაგრამ მიღებულ წონას, რბილად რომ ვთქვათ, დიდი ხნით ვერ შეინარჩუნებთ.

რა თქმა უნდა,
You must have Flash Player installed in order to see this player.
მხოლოდ წიწიბურით კვება ორი კვირის განმავლობაში – პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამიტომაც გარდა წიწიბურისა, შეგიძლიათ მიირთვათ ვაშლი, ბოსტნეულის სალათები სანელებლების გარეშე, კეფირი, ჩაი და ყავა. მთავარი წესი ამ დროს ის არის, რომ მთლიანად უარი თქვათ შაქარზე; ასევე, კატეგორიულად იკრძალება საკვების მიღება 18 საათის შემდეგ. ამასთან, ყოველთვის შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ თქვენი რაციონი, თუ მოამზადებთ წიწიბურასგან ოლადებს ან კატლეტებს წიწიბურას ფქვილისგან.

რაც ყველაზე მთავარია, წიწიბურას დიეტის შემდეგ შეგიძლიათ ჰარმონიულად გადახვიდეთ ჩვეულებრივ კვებაზე. არ ღირს პირველივე დღეს ხარბად მიირთვათ ბიფშტექსები კარტოფილთან ერთად და სვათ "კოკა-კოლა". დიეტის შემდეგ სადილი გაამრავალფეროვნეთ ხილით, ვახშმად დაუმატეთ ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული. დიეტის შემდგომი კვირის განმავლობაში ჩვეულ რაციონში შეიტანეთ – კვერცხი, რძე, მოხარშული ხორცი, ხილი. ერთი სიტყვით, ასე, აუჩქარებლად გადადით კვების ნორმალურ რეჟიმზე.




კომენტარები (52)
ნინა
ადუღებული წყალი დავასხათ თუ ჩვეულებრივი ?
ნანა
არცერტი დიეტა არ დამიცვია, ექვსის მერე არ ჭამოთ, ცომეულიც ამოიღეთ ი ვსიო დაიკლებთ.
მადლენა
გამარჯობათ!ვსვავ რკინის და სისხლის შემცველობის ცამლებს მოვიმათე ცონაში რის შედეგად ვარ ეხლა გრეჩიხის დიეთაზე.წამალს ეხლაც ვსვავ რამე უკუნ ჩვენებას ხომარ გამოიცვევს ცალიან მაინტერესებს გთხოვთ უპასუხოთ ჩემს შეკითხვას.მადლობთ
ნატო
საზამტრო და ნესვი ატამი არსჰეიდზლება? გოგოებო იქნებ მიტხრატ რამე?
ოლიკო
ხვალიდან დავიწყებ და ვნახავ რა გამომივააა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ჭამე და გახდი: სელენა გომესის იდეალური სხეულის საიდუმლო
14:11 / 21-07-2017
მოდელის სხეული არა აქვს, მაგრამ ამერიკულ შოუბიზნესში ყველაზე სექსუალურ ქალადაა აღიარებული.
10 კილოგრამი ორ კვირაში - ნუკი კოშკელიშვილის სასწაულმოქმედი დიეტა
15:32 / 13-07-2017
ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ყოველთვის შესაშურ ფორმაშია. მართალია, ბოლო დროს თითქმის ყველგან აღნიშნავს, რომ წონაში საკმაოდ მოიმატა, მაგრამ ფაქტია, რომ მას ზედმეტი კილოგრამები არ ეტყობა.
მე კარდიოლოგი ვარ და ვიცი, როგორ უნდა დაიკლოთ ზედმეტი 7 კილოგრამი 5 დღეში
13:06 / 06-07-2017
დიეტა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი ნაწილია. ზედმეტი წონა ხშირად უამრავი დაავადების მიზეზი ხდება: შაქრის დიაბეტი, ნაღვლის ბუშტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სხვ. სწორი კვება ამ რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
კეფირის კოქტეილი – მინუს 4-6 კგ თვეში დიეტის გარეშე
11:20 / 04-07-2017
ძალიან ხშირად ზედმეტ წონასთან საბრძოლველად არა მარტო გრძელვადიანი და მკაცრი დიეტები გვეხმარება, არამედ სპეციალური სასმელებიც. მათ შორის არის თავისი ეფექტურობით სახელგანთქმული კეფირის კოქტეილი.
ყველაზე ძველი დიეტა...
12:13 / 30-06-2017
კლეოპატრა - ალბათ ეს სახელი უკვე ბევრს გეუბნებათ... უამრავი მამაკაცი, თავბრუდამხვევი სასიყვარულო ისტორიები... ის მამაკაცებს სპეციალურ კოქტეილებს უმზადებდა, რძის აბაზანებს იღებდა...
სიმსუქნის 6 ტიპი - როგორ ვებრძოლოთ თითოეულ მათგანს
13:28 / 29-06-2017
არასდროს დაფიქრებულხართ, რატომ ვერ იკლებთ წონაში, როცა დიეტასაც იცავთ და ვარჯიშობთ კიდევაც? იქნებ იმიტომ, რომ გაცხიმოვნება სხეულის ერთ ნაწილში გაქვთ, თქვენ კი სხვა ნაწილის ვარჯიშებს ასრულებთ. არსებობს გასუქების 6 ტიპი და წონის დასაკლებად ყველა ტიპს თავისი დატვირთვა და დიეტა სჭირდება.
 მან 46 კგ იმით დაიკლო, რომ ყოველდღე სეირნობდა
11:45 / 29-06-2017
გადავწყვიტე, რომ დასაწყისისთვის დღეში 10 წთ საკმარისი იყო.
ამ 4 ბრილიანტი წესის დაცვით, 1 კვირაში 5 ზედმეტ კილოგრამს მოიცილებთ
14:36 / 28-06-2017
წონაში დასაკლებად, არ არის აუცილებელი, ორგანიზმი დატანჯო. პირიქით, უნდა გაუფრთხილდე და იკვებო სწორი პროდუქტებით, რათა საჭმლის მომნელებელი სისტემა არ დაზიანდეს. ჩვენ გაგიზიარებთ, თუ როგორ უნდა დაიკლოთ წონაში სწრაფად, ყოველგვარი მტანჯველი დიეტის გარეშე.
თბილისში ყველაზე პოპულარული ბრინჯის დიეტა, რომლითაც ცნობილმა ქალებმა კვირაში 8-10 კილო დაიკლეს
22:21 / 25-06-2017
ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა, ბევრისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. დიეტის დაცვის შემდეგ, როგორც წესი დაკლებული კილოგრამების შენარჩუნება ძალიან ჭირს, თუმცა მთავარი სურვილია.
მუცლისა და გვერდების მოსაშორებელი დიეტა – კვირაში მინუს 3-5 კგ
11:11 / 21-06-2017
ეს დიეტა, პირველ რიგში, მუცლის არეში და წელზე მოგაშორებთ ზედმეტ კილოგრამებს, ხოლო საერთო ჯამში, კვირაში 3-5 კგ-ს დაიკლებთ.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი