ეს ძალიან მარტივია:
1. იკვებეთ დღეში მინიმუმ 3-ჯერ.
2. აუცილებლად ისაუზმეთ (საუზმე უნდა იყოს ნოყიერი – ხაჭო, შვრიის ფაფა, ომლეტი, ხილი)
3. ვახშამი დაძინებამდე 4 საათით ადრე (უპირატესობა მიანიჭეთ ცილას და ბოსტნეულს).
4. ხილი 16.00 საათამდე.
5. ყურადღება მიაქციეთ პროდუქტების შეთავსებას (გადმოიწერეთ ინტერნეტიდან პროდუქტების
შეთავსების ცხრილი და რეგულარულად იხელმძღვანელეთ)!
6. რაციონში ძირითადად უნდა შედიოდეს ნახშირწყლები (ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული, ყავისფერი ბრინჯი), ცილები (ხორცი, თევზი, რძე, კვერცხი, ზღვის პროდუქტები), ცხიმები (თხილი, კარაქი, თევზი, ავოკადო).
7. სვით ბევრი სუფთა წყალი (მინიმუმ 8 ჭიქა დღეში).
8. და დაიმახსოვრეთ: სწორი კვება – ეს დიეტა არ არის, ეს ცხოვრების წესია!