1. მოაცილეთ ხორცს თვალით ხილული ცხიმი;
2. მოაცილეთ ქათამს კანი;
3. მოხარშეთ ბულიონი, გააცივეთ და მოხადეთ ცხიმი.
4. შეიძინეთ თევზის კონსერვი, რომელიც საკუთარ წვენშია და არა ზეთში;
5. გამოიყენეთ ჭურჭელი, რომელიც არ იწვავს, ასე საჭმლის მომზადებისას ნაკლებ ცხიმს გამოიყენებთ.
6. გააუმჯობესეთ ხორცისა და ბოსტნეულის მომზადების მეთოდი – ჩათუთქეთ, მოამზადეთ ორთქლზე ან ფოლგაში.
7. მაიონეზის მაგივრად მოასხით სალათებს ლიმონის წვენი, შეკმაზეთ მწვანილით, სუნელებით (1 კოვზ მაიონეზში – 160 კკალ.-იაა, მდოგვში – 20 კკალ, ხოლო კეტჩუპში – 15 კკალ).
8. ნუ შეიძენთ პროდუქტებს, რომელიც 30 %-ზე მეტ ცხიმს შეიცავს.
9. მაკარონს ყველის ნაცვლად დაუმატეთ პომიდვრის საწებელი.
10. არაჟანი შეცვალეთ უცხიმო კეფირით ან მაწვნით.