კლეოპატრა - ალბათ ეს სახელი უკვე ბევრს გეუბნებათ... უამრავი მამაკაცი, თავბრუდამხვევი სასიყვარულო ისტორიები... ის მამაკაცებს სპეციალურ კოქტეილებს უმზადებდა, რძის აბაზანებს იღებდა...
თუმცა მისი მომხიბვლელობის და მომნუსხველობის საიდუმლო მხოლოდ ამაში არ იყო...
კლეოპატრა დიეტას იცავდა და გამუდმებით აკონტროლებდა საკუთარ წონას. დიდი რაოდენობით იღებდა ხილს, ბოსტნეულსა და ზღვის პროდუქტებს. რაციონიდან ამოღებული ჰქონდა ცხიმიანი საკვები და პური. აი, როგორ დიეტას იცავდა ცნობილი ეგვიპტელი:
უზმოზე, ადგომისთანავე ერთი ჭიქა ცხელი ლიმნიანი წყალი, ნახევარ საათში ნებისმიერი ცოცხალი ხილი ან ერთი ჭიქა ხილის ახალგამოწურული წვენი.
საუზმე: შვრიის ფაფა, ცხიმგამოცლილი რძით ან ხილთან ერთად. შეიძლება ორი მოხარშული კვერცხიც, თუმცა ყოველდღე რეკომენდებული არ არის.
მეორე საუზმე: შედედებული რძის ნაღები (იოგურტის მსგავსი), ბოსტნეულის სალათი ან ერთი ჭიქა პომიდვრის წვენი.
სადილი: ბოსტნეულის სალათი, მსუბუქი წვნიანი და მჭლე ხორცი(შეგიძლიათ თევზი, ზღვის პროდუქტები, ქათმის ხორცი).
შუალედში: ახალი ხილი, კაკალი (თხილი), ახალი მზესუმზირა.
ვახშამი: ბოსტნეულის სალათი, ქათმის თეთრი ხორცი ან თევზი.
ძილის წინ: 1-2 ცალი ნებისმიერი ახალი ხილი.
გარდა ამისა, კლეოპატრა განტვირთვის დღეებს იწყობდა – ამ დროს ის მხოლოდ ხილს მიირთმევდა.