12 პროდუქტი, რომელიც დიეტის გარეშე გახდომაში დაგეხმარებათ
12 პროდუქტი, რომელიც დიეტის გარეშე გახდომაში დაგეხმარებათ
თუ ამ პროდუქტებს ყოველდღიურ რაციონში ჩართავთ, უდიეტოდ გახდებით.

ზეთისხილი - დღეში 10 ცალი საკმარისია, რომ მიიღოთ სასარგებლო მინერალები და ვიტამინები. გარდა ამისა, ზეთისხილი შიმშილის გრძნობას დიდი ხნით ახშობს.

უცხიმო თევზი - დაბალკალორიულია და მშვენიერია მოხარშული სახით დიეტაზე მყოფთათვის. იგი დიდი ხნით დაგანაყრებთ და სასარგებლო ნივთიერებებითაც გაამდიდრებს თქვენს ორგანიზმს.

ინდაურის ხორცი - დიდი ხნით დაგანაყრებთ, მაგრამ კუჭში სიმძიმის შეგრძნებას არ იწვევს. გარდა ამისა, ქათმის ხორცისგან განსხვავებით, იგი ალერგიას არ იწვევს.

კომბოსტო - მიირთვით ყველა სახეობის
და განუსაზღვრელი რაოდენობის. კომბოსტო მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, აუმჯობესებს სისხლის მდგომარეობას. დაბალკალორიულია და დიდი ხნით დაგანაყრებთ.

კიტრი - ყველასათვის ცნობილია, რომ კიტრი 95 პროცენტით წყლისგან შედგება. გარდა ამისა, იგი მდიდარია სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით. აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას, ორგანიზმიდან გამოაქვს წიდები, შხამები და ზედმეტი სითხე (განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც შეშუპება აწუხებს).

მწვანე ბარდა - დაბალკალორიულია და დიდი ხნით დანაყრების შეგრძნებას იწვევს. მწვანე ბარდაში არსებული უჯრედისი აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას. გასათვალისწინებელია, რომ გახდომის მსურველებმა უნდა მიირთვან ცოცხალი ბარდა და არა გაყინული ან დაკონსერვებული. ამ უკანასკნელში სასარგებლო თვისებების 90 პროცენტი დაკარგულია.

ჭარხალი - მოხარშული ქინძითა და ნივრით (ან ტყემლით) შეზავებული სასარგებლო და გემრიელი კერძია დიეტაზე მყოფთათვის. იგი აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას. ორგანიზმიდან გამოაქვს წიდები და შხამები.

პაპრიკა - მდიდარია სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით. აგიმაღლებთ იმუნიტეტს. გარდა ამისა, მისი ჭამა სასურველია ძნელად მოსანელებელ კერძებთან ერთად, რადგან იგი ეხმარება ორგანიზმს მათ გადამუშავებაში.

სატაცური - მართალია, თავისებური გემო აქვს, მაგრამ უამრავი ვიტამინისა და მინერალის გამო მისი შეყვარებაც შეიძლება. იგი საოცრად სასარგებლო პროდუქტია. ორგანიზმიდან გამოაქვს წლობით დაგროვებული წიდებიც კი.

ზეითუნის ზეთი - კალორიული პროდუქტია, მაგრამ ორგანიზმისთვის უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. იგი განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებისათვის, რადგან აახალგაზრდავებს კანს, თმასა და ფრჩხილებს.

ანანასი - არსებობს ვარაუდი, რომ იგი ცხიმს წვავს, თუმცა მეცნიერები ამ საკითხს ჯერ კიდევ იკვლევენ და საბოლოო დასკვნა არ გაუკეთებიათ. სამაგიეროდ, იგი საგრძნობლად აქვეითებს მადას. ანანასის რამდენიმე ნაჭრით შეგიძლიათ ვახშამი ჩაანაცვლოთ.

წყალი - ყველასთვის - დიეტაზე მყოფი და საკუთარი სხეულით კმაყოფილი ადამიანისთვისაც - აუცილებელია. დღეში 2 ლიტრზე ნაკლები არ უნდა დალიოთ. იგი აქვეითებს მადას და სასურველია, 1 ჭიქა წყალი საკვების მიღებამდე 10-15 წუთით ადრე დალიოთ.

კომენტარები (2)
ნათ
მწვანე ჩაი და უპუროდ ჭამა ყველაზე ეფექტურია
თაკო
სხვა მეტი რამე გაქვთ
მსგავსი სიახლეები
16:21 / 01-12-2017
კიტრს უძველესი დროიდან იყენებენ კოსმეტიკურ საშუალებად. ნიღაბი, რომლის ინგრედიენტიც კიტრია, ატენიანებს და ჭიმავს სახის კანს.
14:09 / 17-08-2017
ქალების უმეტესობა კანის მოვლის ყოველდღიური რიტუალის დროს დეკოლტესა და ყელის ზონას ივიწყებს, არადა, აქ კანი ყველაზე ადრე ბერდება.
12:11 / 24-04-2017
სასწაულმოქმედი საშუალებები, რომლებიც 1 კვირაში 10 კგ-ს დაგაკლებინებთ ჯანმრთელობის დაუზიანებლად, არ არსებობს. გასახდომად და შედეგის შესანარჩუნებლად, საჭიროა სპორტით დაკავდეთ და კვებას მიაქციოთ ყურადღება.
13:49 / 03-02-2017
კეფირისა და ჭარხლის დიეტა ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი, მაგრამ ძალიან ეფექტურია: ნაწლავების გაწმენდა, ტოქსინების გამოდევნა და წონაში კლება.
16:00 / 22-07-2016
წვენი სასარგებლოა მათთვის, ვინც სიმსივნეს ებრძვის, ან ამ დაავადების პრევენციისთცის. იგი დაგიბრუნებთ ენერგიას, აგიმაღლებთ იმუნიტეტს, ასუფთავებს სისხლს. მისი სმა მიზანშეწონილია მათთვის, ვინც ქიმიოთერაპიას იკეთებს. ერთადეთ მისი უარყოფითი თვისება ის გემრიელი არ არის.
14:34 / 02-07-2016
რა უნდა ჭამოთ, რომ გახდეთ? თქვენთვის შევადგინეთ იმ პროდუქტების სია, რომელიც წონის დაკლებაში დაგეხმარებათ.
12:05 / 19-10-2015
სასმელი, რომლის რეცეპტსაც ახლა გთავაზობთ, ნამდვილად მუშაობს და შიმშილისა და დიეტის გარეშე მარტივად, სულ მოკლე ხანში დაგაკლებინებთ წონაში.
11:31 / 06-10-2015
ბოსტნეულის მარინადის მომზადებას რამდენიმე დღე სჭირდება. ჩვენ გთავაზობთ მარტივ გზას, როგორ დავამწნილოთ კიტრი სულ რაღაც 2 საათში
15:38 / 02-06-2015
ჭარხლის ბურახი შესანიშნავი პროფილაქტიკაა ქალთა ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ.
14:03 / 25-04-2015
დაასხით ბოსტნეულს და გააჩერეთ თავდახურული 2-3 დღე თბილ ადგილას. შემდეგ გადაიტანეთ მაცივარში.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
დიეტა ნივთიერებათა ცვლის დასაჩქარებლად – შეინახეთ!
12:12 / 15-12-2017
ამ დიეტის დროს ნივთიერებათა ცვლა აქტიურ მუშაობას იწყებს, იწვება ცხიმი და უკან აღარ ბრუნდება.
როგორ დავიკლოთ 7 დღეში 5 კილო - კვების იდეალური გეგმა
11:37 / 15-12-2017
ჩვენ გასწავლით, როგორ დაიკლოთ წონაში გემრიელად და სასარგებლოდ. ამისათვის საჭიროა სურვილი და ჩვენი რჩევების წაკითხვა. ეს დიეტა განსაკუთრებით სასარგებლოა გაზაფხულზე, რათა ორგანიზმმა საჭირო ვიტამინები და მინერალები აღიდგინოს. პროდუქტების რაოდენობაში შეზღუდული არ ხართ, ჭამეთ იმდენი, რამდენიც გესიამოვნებათ. ჭამამდე 10-15 წუთით არ დაგავიწყდეთ წყლის დალევა.
ექიმ კოენის მოდური დიეტა  საფრანგეთიდან
10:07 / 13-12-2017
იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ფრანგი ქალები არასოდეს წყვეტენ საკუთარ სხეულზე ზრუნვას. ალბათ, ამიტომაცაა, რომ სწორედ ფრანგი ქალები ითვლებიან ყველაზე გემოვნებიანებად და დახვეწილებად.
ეს 3-დღიანი კვერცხის დიეტა ნამდვილ საოცრებას ახდენს!
11:44 / 11-12-2017
ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც ადამიანებს წონაში დაკლება სჭირდებათ. ვიღაცას სურს, მომხიბვლელად გამოიყურებოდეს, სხვას მეტი თავდაჯერებულობა სჭირდება, ბევრისთვის კი წონაში კლება ჯანმრთელობის გარანტია.
მადის დასაკარგი ჩაი – 7 თვეში 15 კილოგრამი
11:18 / 11-12-2017
ამ ჩაის მეშვეობით ნელ-ნელა, თუმცა წონის დაბრუნების გარეშე იკლებთ წონაში, თანაც ისე, რომ არ ზღუდავთ რაციონს.
როგორ ვემშვიდობები გასულ წელს და ზედმეტ კილოგრამებს - თუ გული გულობს, მადისაღმძვრელი ქადა საერთოდ არ იჭმება!
15:40 / 06-12-2017
ხვალიდან დიეტას არ ვიწყებ. არც ორშაბათიდან. გადავწყვიტე, საერთოდ ამოვიღო ეს სიტყვა ჩემი ლექსიკონიდან, ნუ, თუ სტუმრად მყოფს საჭმელი არ მომეწონება, მაშინ ვიყო დიეტაზე.
ჰერკულესის დიეტა: ერთ კვირაში მინუს 4 კგ
12:35 / 06-12-2017
"ჰერკულესის" დიეტა ძალიან ეფექტურია.
როგორ დავიკლოთ წონაში ახალ წლამდე დიეტისა და ვარჯიშის გარეშე?
12:13 / 04-12-2017
თვეზე ნაკლები დარჩა ახალი წლის დადგომამდე და ამ დროის განმავლობაში ყველაფრის მოსწრება გვინდა, განსაკუთრებით კი - ფორმაში მოსვლა და ზედმეტი კილოგრამების მოშორება.
დილის დიეტა - იაპონური მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ დაიკლოთ დღეში თითო კილოგრამი!
11:18 / 04-12-2017
მიირთვით ბანანი ყოველ დილას და დაიკელით წონაში 7 კგ 1 კვირის განმავლობაში - ხომ მიმზიდველად ჟღერს?
ნუ იჩქარებთ დიეტის დაცვას! ეს უნდა იცოდეთ, სანამ სასწორზე დადგებით! (სქემა)
15:13 / 01-12-2017
სასწორი გახლავთ ნივთი, რომლის შკალის ციფრებიც ქალის ხასიათს განსაზღვრავს. ბევრი ჩვენგანი დილით სასწორისკენ მიქრის, რათა დატკბეს, თუნდაც მინუს 300 გრამის ხილვით.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31